|
2021-03-10 14:10:52, 760 ნახვა
ეკონომიკა
ბინები ქუთაისში
საუკეთესო ადგილები ქუთაისში, რომელიც უნდა დაათვალიერო გაზაფხულზე გაზაფხულის მოსვლასთან ერთად წინასწარ ვიწყებთ ჩვენი დასვენების დაგეგმვას და განვიხილავთ სხვადასხვა ალტერნატივებს, ვირჩევთ ქალაქებს, ვანაწილებს ბიუჯეტს და გადავდივართ ლოდინის რეჟიმში. სანამ ზაფხულის სიცხე შეგვაწუხებს და გავეშურებით დათქმული ადგილებისკენ, მანამდე წინ მთელი გაზაფხულია, თანდათან იღვიძებს ბუნება, ჩვენც ახალი ენერგიით და მოლოდინებით ვივსებით. გაზაფხული კი, თავის მხრივ, შეიძლება ძალიან კარგი პერიოდი იყოს ახალი ადგილების აღმოჩენისა თუ კარგად ნაცნობი მხარეების ხელახლა სანახავად. თუ ზაფხულის გეგმები უკვე დალაგებული გაქვთ, გაითვალისწინეთ გაზაფხულიც არაა გამოსატოვებელი პერიოდი მოგზაურობისთვის და თუ რაიმე განსაკუთრებულს ეძებთ, ეს სწორედ ქუთაისი შეიძლება იყოს. თუ თქვენთვისაც საკმაოდ მიმზიდველი წინადადებაა, გაითვალისწინეთ თუ სად რჩებით და ისე აარჩიეთ ბინები ქუთაისში. ფასები არც ისეთი მაღალია, უმეტესად დამოკიდებულია ბინის მდგომარეობასთან ერთად მდებარეობაზე, ამიტომ სტატიაში გაგაცნობთ იმ ადგილებს, რომელიც აუცილებლად უნდა მოინახულოთ ქუთაისში და ამის მიხედვით უკეთ შეძლებთ სასურველი ბინის ლოკაციის არჩევას ქირაობისას. ბაგრატის ტაძარი ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარი განსაკუთრებულია თავისი არქიტექტურით. აქ შეხვდებით ისეთ ხუროთმოძღვრულ და მხატვრულ დეტალებს, რომელსაც საუკენეებია ტაძარი ინახავს და ნამდვილად აღაფრთოვანებს ნებისმიერს. ასევე აღსანიშნავია, რომ ისტორიულად ის გაერთიანებული საქართველოს სიმბოლოდ აღიქმებოდა. გელათის ტაძარი გელათის ტაძარი დავით აღმაშენებლმა დააარსა 1106 წელს და მას შემდეგ განსაკუთრებული ადგილი უკავია საქართველოს ისტორიაში. აქ საუკენეების განმავლობაში მოწყობილი იყოს საგანმანათებლო ცენტრი, სადაც დაცულია შუა საუკენეების ფრესკები და ხელნაწერები. განსაკუთრებით გამორჩეულია ხუროთმოძღვრული დეტალებითა და არქიტექტურული ნამუშევრებით. პრომეთეს მღვიმე კირქვის ბუნებრივად „დამუშავებულ“ მღვიმეში შეხვდებით ულამაზესსა და განსაკუთრებული ფორმის სტალაქტიტებს, სტალაგმიტებს, სტალაგნატებს და ჰელიქტიტებს. მღვიმე გმორჩეულია თავისი ზომით, სადაც 17 სხვადასხვა ზომის დარბაზია. მღვიმეს ერთი გასასვლელი მდინარეზე გადის, სადაც შეძლებთ ნავით გასეირნებასაც. სათაფლია სათაფლიის მღვიმე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პრეისტორიული აღმოჩენებით. აქ აღმოჩენილი დინოზავრების ნაკვალევი 120 მილიონი წლის წინანდელია და მნახველს აღტაცებაში ყოველთვის მოიყვანს, რომელიც თარიღდება. ასევე აღნიშვნის ღირსია ის ფაქტიც, რომ მისი მნიშვნელობა აღიარებულია მსოფლიოში. მღვიმეში მოწყობილია მუზეუმი და საგამოფენო დარბაზები. კლუბი რეფლექტორი თუ გადაწყვეტთ ღამის განმავლობაში გართობას, კლუბი რეფლექტორი საუკეთესო ადგილია ამისთვის, სადაც ადგილობრივ დიჯეებთან ერთად ხშირად ცნობილი ადამიანებიც უკრავენ. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ თბილისთან ერთად საკლუბო იდნუსტრია ქუთაისშიც საკმაოდ დადებითად განვითარდა და სამაოდ დიდი აუდიტორიაც ჰყავს. ამ ადგილის გამო ხშირად თბილისიდან და ბათუმიდანაც კი ჩამოდიან ადამიანები, რათა საყვარელ არტისტებს მოუსმინონ. გაითვალისწინეთ, რომ სპეციალურად ამ ადგილის სანახავად ჩამოსული სტუმრების უმეტესობას ბინები ქუთაისში სწორედ რეფლექტორის ირგვლივ სურს იქირაოს. ამ ეტაპზე კლუბი რეგულაციების გამო არ ფუნქციონირებს, თუმცა ათასობით ადამიანი ელის როდის გაიხსნება. ბოტანიკური ბაღი განსაკუთრებული სიმშვიდისთვის იდეალური ადგილი სწორედ ქუთაისის ბოტანიკური ბაღია, სადაც შესაძლოა ღია სივრცეში მოწყობილ სხვადასხვა აქტივობებსაც კი დაესწროთ. ბოთანიკური ბაღი მე-19 საუკუნეში დაარსდა, სადაც წარმოდგენილია მცენარეთა 210 გვარის სახეობა. თუ ბინები ქუთაისში უკვე აირჩიეთ, დაათვალიერეთ უამრავი ადგილი და გადაწყვიტეთ უახლოეს ადგილებსაც გაუგოთ გემო, აუცილებლად უნდა ესტუმროთ წყალტუბოს. წყალტუბო მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი კურორტია და ცნობილია ცხელი მიწისქვეშა სამკურნალო წყლებით, რითიც მკურნალობენ სხვადასხვა დაავადებებს. სიის გარდა კიდევ უამრავი რამ არის სანახავი ქუთაისში, რომელიც განსაკუთრებით ლამაზი გაზაფხულზეა. სწორედ 2 მაისს აღნიშნავენ ადგილობრივები გვირილობას, როდესაც გვირილებს კრიფავენ, ყიდიან და შემოსული თანხით ტუბერკულოზით დაავადებულ ადამიანებს ეხმარებიან.
Euractiv: ევროკავშირს სურს მოლაპარაკებების დაწყება უკრაინის 18 ივნისის სამიტში ჩართვასთან დაკავშირებით.
გვარამია: ხალხისთვის ხელის შეშლას არ ვაპირებთ, როცა დაიშლებიან, მოვახდენთ სცენის მონტაჟს
NATO-ს სამეკავშირეო ოფისი: ვუერთდებით ქართველ ხალხს საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნაში
გერმანიის ელჩი: 26 მაისი სიმბოლურად გამოხატავს საქართველოს სწრაფვას თავისუფლებისა და დემოკრატიისკენ
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)