|
2021-03-10 10:57:42, 2067 ნახვა
ომი უკრაინაში
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 266 პირის მდგომარეობა მძიმეა
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 266 პირის მდგომარეობა მძიმეა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. უწყების ცნობით, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე 72 პირი იმყოფება. „ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 2 900, საიდანაც: 1 342 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 663, აჭარაში - 145, იმერეთში - 257. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 266 პირი, მათ შორის, თბილისში - 111, აჭარაში - 23, იმერეთში - 78. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 72 პირი, მათგან თბილისში - 44, აჭარაში- 3, იმერეთში - 9. 111 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 92 - თბილისში, 12 - აჭარაში. 1 447 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 243 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 148, ხოლო აჭარაში - 17. სულ 6 ოქტომბრიდან - 9 მარტის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 23 581 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 5 262 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 2 384 პირი, აჭარაში - 470, იმერეთში - 679“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
სოფელ წინაკვერკვეში მეწყრული პროცესები ვითარდება
ზელენსკი: მივიღეთ ცნობები, რომ რუსეთი ჩვენ წინააღმდეგ ორეშნიკის გამოყენებისთვის ემზადება
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)