|
2021-03-08 18:42:18, 722 ნახვა
კომენტარი
კახა კალაძე - ფარული ჩანაწერების შინაარსზე არც ადრე გამიკეთებია კომენტარი და არც ამჯერად ვაპირებ
ფარული ჩანაწერების შინაარსზე არც ადრე გამიკეთებია კომენტარი, შეფასებები და არც ამჯერად ვაპირებ, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ფარული ჩანაწერების საკითხთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ფარული ჩანაწერების მეთოდის პოლიტიკური კონფრონტაციისას გამოყენება არასწორია. „ფარული ჩანაწერების შინაარსზე არც ადრე გამიკეთებია კომენტარი, შეფასებები და არც ამჯერად ვაპირებ. ზოგადად, ამ მეთოდის გამოყენება პოლიტიკური კონფრონტაციისას მიმაჩნია არასწორად. შესაბამისად, მომდევნო დღეების განმავლობაში გექნებათ საშუალება, გაიგოთ დამატებითი ინფორმაცია“, - განაცხადა კახა კალაძემ. ცნობისთვის, „ტვ პირველმა“ რამდენიმე დღის წინ ფარული აუდიო ჩანაწერი გაავრცელა. ჩანაწერის მიხედვით, ბერა ივანიშვილი ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად არასასურველი კომენტარების გამო, რამდენიმე პირის დასჯას უკვეთავს.
უკრაინის მასშტაბით ყოველდღე წუთიერი დუმილი გამოცხადდება
პსპ ფარმა თბილისის მუნიციპალიტეტის ბენეფიციარებს მედიკამენტებს კვირის ნებისმიერ დღეს ფასდაკლების დღეების ფასად მიაწვდის
18 ევროპარლამენტარი EU-ს მიმართავს, შეაფასონ იმედის საქმიანობა, განსაზღვრონ შესაძლო ზომები
დრონებმა რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბეს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)