|
2021-03-05 17:43:34, 609 ნახვა
ეკონომიკა
ნათია თურნავა: „ნამახვანიჰესის“ აშენება მოხდება იმ პირობებისა და წესების მიხედვით, რომლებსაც მათ სახელმწიფო უწესებს და გაუკონტროლებს
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ცაგერში „ნამახვანი ჰესთან" დაკავშირებით გამართულ შეხვედრაზე ინვესტორისთვის მიწის გადაცემის საკითხები განმარტა და დასმულ შეკითხვებს უპასუხა. პრემიერ-მინისტრის დავალებით გამართულ შეხვედრაში ნათია თურნავასთან ერთად გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, ექსპერტები და ადგილობრივი ხელისუფლებს წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. ნათია თურნავას განცხადებით, ეს არ არის მიწის უპირობოდ გადაცემა და თუ ინვესტორი რომელიმე პირობას არ ასრულებს, რომელიც ხელშეკრულებაში, სამშენებლო და გარემოსდაცვით ნებართვებშია ჩადებული, სახელმწიფოს აქვს სრული უფლებამოსილება, დააყენოს მისი პასუხისმგებლობის საკითხი, რაც, საბოლოო ჯამში, შეიძლება ხელშეკრულების მოშლით და მიწის უკან გამოთხოვით დასრულდეს. „მაგრამ თუ ინვესტორი პირნათლად ასრულებს ყველა ვალდებულებას, რასაც მათ სახელმწიფო აკისრებს, რა თქმა უნდა, ის ამ მიწაზე თავისუფლად დახარჯავს საკუთარ სახსრებს, ააშენებს სადგურს და დაასაქმებს ხალხს. არცერთი ინვესტორი, გარანტიის გარეშე, რომ მიწას, რაზეც აშენებს და ხარჯავს ფულს, მას არავინ გამოაცლის უმიზეზოდ, დარღვევის გარეშე, ინვესტიციას არ ჩადებს," - აღნიშნა ნათია თურნავამ. მინისტრმა უარყო ბრალდება, თითქოს ინვესტორს რიონის ხეობა მთლიანად გადაეცა. მისი თქმით, არცერთი ინვესტორი არ შემოვა კერძო საკუთრებაში მიწის ქონის გარეშე, მით უფრო, რომ აქ საუბარია 800 მლნ დოლარზე მეტ ინვესტიციაზე. „ეს ტერიტორია არ არის გადაცემული უპირობოდ - ეს არის მხოლოდ ამ ჰიდროსადგურისთვის აუცილებელი მდებარეობა და მას ახლავს დიდი ნაგებობები. ეს არის იგივე წყალსაცავი, რომლის სარკის მოცულობა არის 530 ჰა. ჰესის აშენება მოხდება იმ პირობებისა და წესების მიხედვით, რომელსაც სახელმწიფო მათ უწესებს და გაუკონტროლებს. მხოლოდ ამ შემთხვევაში ექნებათ მათ ეს მიწა მართლზომიერ სარგებლობაში. თუ რომელიმე პირობა ირღვევა, სახელმწიფოს აქვს სრული უფლება, პროექტი მოშალოს და გადაცემული მიზნობრივი აქტივი დაიბრუნოს უკან" - აღნიშნა ნათია თურნავამ. შეხვედრაზე დასმული კითხვის საპასუხოდ მინისტრმა კიდევ ერთხელ განმარტა, შეუძლია თუ არა ინვესტორს, ეს მიწა სხვა საქმიანობაში გამოიყენოს. „ვერცერთი უცხოელი ამ მიწას ვერ მოიკიდებს და ვერ წაიღებს. შეუძლია თუ არა ეს სხვა საქმიანობაში გამოიყენოს? - არა და ეს არის ხელშეკრულების მკაფიო პირობა. მიწა გამოიყენება მხოლოდ და მხოლოდ მიზნობრივად ჰესის მშენებლობისთვის. არსებობს მკაფიო პროცედურა, რაც ხელშეკრულების დანართშია გაწერილი, როგორ უნდა დაასაბუთოს თითოეული მიწის ნაკვეთის აუცილებლობა და პროექტთან კავშირი ინვესტორმა, რომ სახელმწიფო დარწმუნდეს, რომ ეს მიწა ამ პროექტს ნამდვილად სჭირდება," - განაცხადა მინისტრმა.
Euractiv: ევროკავშირს სურს მოლაპარაკებების დაწყება უკრაინის 18 ივნისის სამიტში ჩართვასთან დაკავშირებით.
გვარამია: ხალხისთვის ხელის შეშლას არ ვაპირებთ, როცა დაიშლებიან, მოვახდენთ სცენის მონტაჟს
NATO-ს სამეკავშირეო ოფისი: ვუერთდებით ქართველ ხალხს საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნაში
გერმანიის ელჩი: 26 მაისი სიმბოლურად გამოხატავს საქართველოს სწრაფვას თავისუფლებისა და დემოკრატიისკენ
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)