|
2021-03-04 10:46:02, 548 ნახვა
კომენტარი
DRI - ახალგორში შექმნილი სავალალო მდგომარეობა საქართველოს ცენტრალური ხელისუფლებისგან გაბედულ პოლიტიკას საჭიროებს
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი აცხადებს, რომ ახალგორში შექმნილი სავალალო მდგომარეობა საქართველოს ცენტრალური ხელისუფლებისგან გაბედულ პოლიტიკას საჭიროებს. DRI-შ აღნიშნავენ, რომ ხელისუფლებამ უნდა დაიწყოს ცხინვალთან დიალოგი ისეთ საკითხებზე, რომელიც შესაძლოა მათთვის ინტერესის საგანს წარმოადგენდეს. „შექმნილი სავალალო მდგომარეობა საქართველოს ცენტრალური ხელისუფლებისგან გაბედულ, არაორდინალურ პოლიტიკას საჭიროებს. მან უნდა განაგრძოს საერთაშორისო საზოგადოების მობილიზება, ცხინვალის ხელისუფლებაზე და მოსკოვზე ზეწოლის მიზნით. პარალელურად, საქართველოს მთავრობას მართებს, დროულად შეიმუშაოს ახალგორელთა დახმარების სპეციალური პაკეტი; რათა მათ, ხანგრძლივი იზოლაციის პირობებში, საკუთარი სახლების დატოვების გარეშე, შეძლონ ცხოვრებისათვის ელემენტარული პირობების უზრუნველყოფა (მაგალითად, სპეციალური ფინანსური დახმარების სახელმწიფო პროგრამის შექმნა, მედიკამენტებისა და საკვების დროული შეტანის მექანიზმის შემუშავება და ა.შ.)“, - აცხადებენ ორგანიზაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)