|
2021-03-03 13:21:42, 526 ნახვა
კომენტარი
თენგიზ ცერცვაძე - რუსული ვაქცინა პოლიტიკურად მიუღებელია, კარგიც რომ აღმოჩნდეს, საქართველო უარს იტყვის
რუსული ვაქცინა პოლიტიკურად მიუღებელია, კარგიც რომ აღმოჩნდეს, საქართველო უარს იტყვის, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა, თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, საქართველო მზად იყო ჩინური ვაქცინის მისაღებად, თუმცა წინააღმდეგობის გამო, ხელისუფლებამ ისმინა საზოგადოების აზრი და უარი თქვა მასზე. „ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი სიტუაცია, მივაღწიეთ სტაბილიზაციას და გაზაფხულ-ზაფხულის შემდეგ ყველაზე უკეთეს ეპიდსიტუაციას და ძალიან მინდა, რომ ეს ყველაფერი რაც შეიძლება ჩქარა გამაგრდეს ვაქინის შემოტანით და საყოველთაო ვაქცინაციით, მაგრამ სამართლიანობაც ხომ არსებობს, ჩვენ ჩინური ვაქცინის შემოსატანად, რუსულს არც ვახსენებ, იმიტომ რომ რუსული ვაქცინა არც ნდობას ისახურებს და რაც მთავარია, პოლიტიკურად მიუღებელია რუსული ვაქციცნა კარგიც რომ აღმოჩნდეს, მასზე მაინც უარს იტყვის საქართველო, ჩვენ მზად ვიყავით ჩინური ვაქცინის შემოსატანად დიდი ხნის წინ, კატეგორიულად ამბობდნენ და ხალხს ზაფრავდნენ, რომ საქართველო არავითარ შეთხვევაში დაუშვეს ჩინური ვაქინის შემოტანას და გვინდა ყველაზე კარგი ვაქცინის შემოტანა. ისმინა ხელმძღვანელობა მათი და არ შემოიტანა ჩინური ვაქცინა, ახლა ველოდებით საერთაშორისოდ აღიარებულ ევროპულ ვაქცინებს“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)