|
2021-03-03 11:03:42, 476 ნახვა
ეკონომიკა
ნათია თურნავა ბიზნესლიდერთა ფედერაციის „ქალები მომავლისთვის" წევრებს შეხვდა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ბიზნესლიდერთა ფედერაციის „ქალები მომავლისთვის" წევრებს შეხვდა და მათ სამინისტროში მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმები, ასევე ბიზნესის მხარდამჭერი პროგრამები გააცნო, მათ შორის პროგრამა „აწარმოე საქართველოში" ექსპორტის, ინვესტიციებისა და მეწარმეობის მიმართულებით. აღსანიშნავია, რომ „აწარმოე საქართველოში" სხვადასხვა კომპონენტის ფარგლებში მონაწილე ქალი მეწარმეების რაოდენობა წლიდან წლამდე იზრდება და თითქმის მიუახლოვდა მთლიანი მონაწილეების 50%-ს. შეხვედრაზე ასევე განიხილეს ის გზები და ნაბიჯები, რომელიც ბიზნესს პოსტპანდემიური კრიზისის დაძლევაში დაეხმარება. ნათია თურნავას განცხადებით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთვის ბიზნესთან კომუნიკაცია ძალიან მნიშვნელოვანია, რათა სამინისტროს პოლიტიკა ბიზნესის ყოველდღიურ საჭიროებებზე იყოს მორგებული, რაც პოსტპანდემიურ პერიოდში განსაკუთრებით აქტუალურია. „აქედან გამომდინარე, ჩვენ ხშირად ვხვდებით სხვადასხვა ბიზნესასოციაციებსა და გაერთიანებებს. მორიგი ასეთი შეხვედრა შედგა ბიზნესლიდერთა ფედერაციასთან „ქალები მომავლისთვის", რომელიც 70-მდე ბიზნესმენ ქალს აერთიანებს. ბიზნესასოციაციების მოსაზრების მოსმენა ყოველთვის საინტერესოა და დღესაც ძალიან საინტერესო და საგნობრივი დისკუსია გაიმართა კონკრეტულ გამოწვევებზე, რომლის წინაშეც ქართული ბიზნესი კორონავირუსის პანდემიის შედეგად აღმოჩნდა. ვიმსჯელეთ იმ ნაბიჯებზე, რომელიც მათ ამ გამოწვევების დაძლევაში დაეხმარება", - აღნიშნა შეხვედრის დასრულების შემდეგ ნათია თურნავამ. შეხვედრა დისკუსიის რეჟიმში წარიმართა. შეხვედრის მონაწილეთა შეკითხვებს ნათია თურნავასთან ერთად, მინისტრის მოადგილემ ირაკლი ნადარეიშვილმა, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" ხელმძღვანელმა მიხეილ ხიდურელმა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს კაპიტალის ბაზრის განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა გიორგი გურგენიძემ უპასუხეს.
მარკო რუბიო სომხეთში ჩავიდა
მაკა ბოჭორიშვილს უმაღლესი დიპლომატიური რანგი მიენიჭება - დანამატის სახით მიიღებს ₾1 360-ს
Euractiv: ევროკავშირს სურს მოლაპარაკებების დაწყება უკრაინის 18 ივნისის სამიტში ჩართვასთან დაკავშირებით.
გვარამია: ხალხისთვის ხელის შეშლას არ ვაპირებთ, როცა დაიშლებიან, მოვახდენთ სცენის მონტაჟს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)