|
2021-03-02 22:09:40, 702 ნახვა
კომენტარი
თენგიზ ცერცვაძე - თუ გვინდა ევროპული ვაქცინა, ცოტა უნდა მოვიცადოთ
„თუ გვინდა ევროპული ვაქცინა, ცოტა უნდა მოვიცადოთ“, - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ რუსულ ვაქცინა ნდობას არ იმსახურებს და საქართველო მასზეც უარს იტყვის. „რუსულ ვაქცინას არც ვახსენებ, რადგან ის არც ნდობას იმსახურებს და თან პოლიტიკურად მიუღებელია - კარგიც რომ იყოს, მაინც უარს იტყვის საქართველო, მაგრამ ჩინური ხომ პოლიტიკურად ნეიტრალურია? ჩვენ მზად ვიყავით დიდი ხნის წინ ჩინური ვაქცინის შესაძენად, მაგრამ გახსოვთ, რა ამბავი იყო? ზუსტად იგივე ანგაჟირებულმა ტელევიზიებმა და რიგმა ექიმებმა გაგვაკრიტიკეს - მოვუსმინეთ და არ შემოგვაქვს, მაგრამ ახლა, როცა ჩვენმა მეზობლებმა ჩინური ვაქცინით აცრა დაიწყეს, დანაშაულად გვითვლიან, რომ აზერბაიჯანმა და თურქეთმა დაიწყეს და ჩვენ ვერ დავიწყეთ. სიმართლე ის არის, რომ მათ დაიწყეს ჩინური ვაქცინით. ახლა ავირჩიოთ - თუ გვინდა ევროპული ვაქცინა, ცოტა უნდა მოვიცადოთ, ან არ უნდა ვთქვათ უარი ჩინურ ვაქცინაზე“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)