|
2021-03-02 17:47:48, 741 ნახვა
ეკონომიკა
სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ „საქაერონავიგაციის“ რესერტიფიცირება განახორციელა
საქართველოს საჰაერო კოდექსის და "სააერნაოსნო მომსახურების საწარმოს სერტიფიცირების წესის" შესაბამისად, სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ სააერნაოსნო მომსახურების საწარმოს - შპს „საქაერონავიგაციის“ ხელახალი სერტიფიცირება განახორციელა. ორგანიზაციას ახალი სერიფიკატი მიმდინარე წლის 2 მარტს გადაეცა. რესერტიფიცირების ფარგლებში, სააგენტოს სასერტიფიკაციო კომისიის მიერ, შემოწმდა შპს „საქაერონავიგაციის“ მართვის და ბიზნეს დაგეგმარებასთან დაკავშირებული ძირითადი პროცესები, შეფასდა უსაფრთხო და უწყვეტ სააერნაოსნო მომსახურებებთან დაკავშირებული დოკუმენტაცია და განხორციელდა ადგილზე ფაქტობრივი მდგომარეობის ინსპექტირება. სააწარმოს ახალი სერტიფიკატი ადასტურებს, რომ შპს „საქაერონავიგაცია“ წარმოადგენს სააერნაოსნო მომსახურების საწარმოს და დანიშნულია სააგენტოს მიერ სააერნაოსნო მომსახურების გამწევად საქართველოს საფრენოსნო ინფორმაციის რაიონის ფარგლებში და თბილისის, ბათუმის, ქუთაისის, მესტიის და ამბროლაურის სამოქალაქო აეროდრომებზე. ახალი სერტიფიკატის თანახმად, „საქაერონავიგაციის“ მომსახურების სფეროებია:
სერტიფიცირება განხორციელდა ევროპული რეგულაციით (373/2017 Commission Implementing Regulation (EU) No 2017/373 of 1 March 2017 laying down common requirements for providers of air traffic management/air navigation services and other air traffic management network functions and their oversight) გათვალისწინებული მოთხოვნების მაქსიმალური დაკმაყოფილების მიზნით, რაც თავის მხრივ ზრდის საქართველოს სააერნაოსნო მომსახურების უსაფრთხოებას და ეფექტურობას. ზემოთ აღნიშნული რეგულაცია სააგენტომ ევროკავშირთან ერთიანი საჰაერო სივრცის შესახებ შეთანხმების ფარგლებში, 2019 წელს დანერგა. სააერნაოსნო მომსახურების საწარმოს სერტიფიცირების ახალი წესი ძალაშია 2020 წლის 1 აპრილიდან და იგი საქართველოს საჰაერო სივრცესა და სამოქალაქო აეროდრომებზე არაკომპლექსური ან/და კომპლექსური სააერნაოსნო მომსახურების გამწევი საწარმოების ევროპული სტანდარტების გათვალისწინებით სერტიფიცირებას ითვალისწინებს. შპს "საქაერონავიგაციის" სერტიფიცირების პროცესი ექვსი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა და მასში სააგენტოს და საქაერონავიგაციის მხრიდან მონაწილეობდნენ როგორც ხელმძღვანელი პირები, ასევე ყველა სახის მომსახურების ექსპერტები, სააგენტოს ფრენის უსაფრთხოების და საავიაციო უშიშროების ინსპექტორები. ცნობისთვის, აქამდე, შპს „საქაერონავიგაცია“ მომსახურებას 2008 წელს მიღებული სერტიფიკატის საფუძველზე ახორციელდებდა.
მარკო რუბიო სომხეთში ჩავიდა
მაკა ბოჭორიშვილს უმაღლესი დიპლომატიური რანგი მიენიჭება - დანამატის სახით მიიღებს ₾1 360-ს
Euractiv: ევროკავშირს სურს მოლაპარაკებების დაწყება უკრაინის 18 ივნისის სამიტში ჩართვასთან დაკავშირებით.
გვარამია: ხალხისთვის ხელის შეშლას არ ვაპირებთ, როცა დაიშლებიან, მოვახდენთ სცენის მონტაჟს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)