|
2021-03-02 12:16:53, 563 ნახვა
კომენტარი
თამარ გაბუნია - „კოვაქსთან“ და „ფაიზერეთან“ თანამშრომლობას ვაგრძელებთ და გვაქვს მოლოდინი, რომ შეპირებულ ვაქცინას მალევე მივიღებთ
„კოვაქსთან“ და „ფაიზერეთან“ თანამშრომლობას ვაგრძელებთ და გვაქვს მოლოდინი, რომ შეპირებულ ვაქცინას მალევე მივიღებთ, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, „ასტრაზენეკას“ ვაქცინასთან დაკავშირებით თანხა უკვე გადახდილია და მისი მოწოდება უახლოეს პერიოდში დასრულდება. „საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ შეხვედრაზე კვლავაც იყო საუბარი ვაქცინაციის პროცესის პროგრესთან დაკავშირებით. თუ რას ველოდებით უახლოეს პერიოდში კონკრეტულად „ასტრაზენეკასთან“ მიმართებით. თანხა გადახდილია და ალბათ მოწოდება უახლოეს პერიოდში დასრულდება. მოწოდების ზუსტ თარიღს გვაცნობებენ. „ფაიზერთან“ მიმართებით ისევ საკონსულტაციო სატელეფონო ზარი უნდა ჩაინიშნოს, რათა საბოლოოდ დაზუსტდეს ის პირობები, რასაც „ფაიზერი“ აყენებს. ამ ეტაპზე, რა თქმა უნდა, „კოვაქსთან“ და „ფაიზერეთან“ თანამშრომლობას ვაგრძელებთ. გვაქვს მოლოდინი, რომ მოკლე ხანში გადავადება აღმოიფხვრება და დამატებითი პირობა, რომელსაც „ფაიზერი“ სატელეფონო კონსულტაციის დროს გაგვიზიარებს, შესრულდება და ჩვენს შეპირებულ ვაქცინას მალევე მივიღებთ“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)