|
2021-03-02 11:42:45, 341 ნახვა
ეკონომიკა
ევროპის საინვესტიციო ბანკის პრეზიდენტი ვერნერ ჰოიერი: „ჩემზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა საქართველოს სოფლის მეურნეობამ”
საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, ევროპის საინვესტიციო ბანკის პრეზიდენტი, ვერნერ ჰოიერი საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტთან, ლევან დავითაშვილთან და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) პროექტების კოორდინატორთან, ხავიერ სანს ალვარესთან ერთად, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ჯიღაურას ბაზას ესტუმრა. 2019 წლიდან, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევიტი ცენტრის ჯიღაურას ბაზა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული 5.2 მილიონი ევროს მოცულობის პროექტის ერთ-ერთ ბენეფიციარია. პროექტს გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO) ახორციელებს. ვერნერ ჰოიერმა ჯიღაურაში ვაზის ჯიშების კოლექცია დაათვალიარა, შეხვდა ადგილობრივ ფერმერებსა და ევროკავშირის მხარდაჭერით მოსარგებლე მწარმოებლებს; ეწვია პროექტის ფარგლებში მოწყობილ ეკრანულ სათბურებს, რომლებიც ხელს შეუწყობს უნიკალური ქართული ყურძნის ჯიშების გენეტიკური სიწმინდის შენარჩუნებას. „ჩემზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა საქართველოს სოფლის მეურნეობამ და იმ ადამიანების შემოქმედებითმა მიდგომამ, რომლებიც წარმატებას აღწევენ არა მხოლოდ საქართველოს, არამედ ევროპულ ბაზარზეც. ევროკავშირი და ევროპის საინვესტიციო ბანკი მხარს უჭერს საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარებას; ეხმარება ცალკეულ მცირე და საშუალო ზომის საწარმოებს, რომლებსაც საქართველოში პარტნიორი ბანკების ჩართულობით აფინანსებს“, - აღნიშნა ევროპის საინვესტიციო ბანკის პრეზიდენტმა, ვერნერ ჰოიერმა. „ევროკავშირის მხარდაჭერით, ჩვენ არაერთ უმნიშვნელოვანეს პროექტსა და რეფორმას ვახორციელებთ. საქართველოსთვის ეს მხარდაჭერა განსაკუთრებულია, რადგან, გარდა იმისა, რომ ხელშესახები პროგრესი და წინსვლა გვაქვს როგორ აგრარული, ისე გარემოსდაცვითი მიმართულებით, ეს მხარდაჭერა ევროპულ ოჯახში გაერთიანების გზაა. საქართველოში წარმოებული სოფლის მეურნეობის პროდუქცია ევროპის ბაზრებზე საკუთარ ადგილს ეტაპობრივად იკავებს, ჩვენ ვნერგავთ საერთაშორიო სტანდარტებს წარმოებაში და ვქმნით კონკურენტუნარიან პროდუქციას. ჩვენი საკანონმდებლო ბაზა და გარემოს დაცვასთან დაკავშირებული უმნიშვნელოვანესი ღონისძიებები ევროპულ სტანდარტებს უახლოვდება”, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა. „ეკრანული სათბურები ხელს შეუწყობს ქართული ენდემური ყურძნის ჯიშების შენარჩუნებას. საქართველო ძალიან მდიდარია ყურძნის ბიომრავალფეროვნებით და მისი სწორი დაცვა კერძო სანერგეებს სერტიფიცირებული ნერგების წარმოების საშუალებას მისცემს. საბოლოო ჯამში, ქართველი ფერმერები ისარგებლებენ სერტიფიცირებული ყურძნის სარგავი მასალის გაუმჯობესებული ხარისხითა და ფიტოსანიტარიული პირობებით, რაც, ამასთანავე, უახლოეს მომავალში მათ ექსპორტის შესაძლებლობებსაც მისცემს,” - განაცხადა გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) პროექტების კოორდინატორმა, ხავიერ სანს ალვარესმა. როგორც პროექტის ერთ-ერთმა ბენეფიციარმა, კერძო სანერგე მეურნეობის მფლობელმა, თეა ქუთათელაძემ აღნიშნა, ხარისხიანი ნერგების გარეშე ფერმერებისთვის წარმატების მიღწევა შეუძლებელია. ევროკავშირის მიერ საქართველოში განხორციელებული და მიმდინარე პროექტების შესახებ მეტი ინფორმაციისთვის, ეწვიეთ: www.eu4georgia.ge
მარკო რუბიო სომხეთში ჩავიდა
მაკა ბოჭორიშვილს უმაღლესი დიპლომატიური რანგი მიენიჭება - დანამატის სახით მიიღებს ₾1 360-ს
Euractiv: ევროკავშირს სურს მოლაპარაკებების დაწყება უკრაინის 18 ივნისის სამიტში ჩართვასთან დაკავშირებით.
გვარამია: ხალხისთვის ხელის შეშლას არ ვაპირებთ, როცა დაიშლებიან, მოვახდენთ სცენის მონტაჟს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)