|
2021-02-26 19:27:58, 669 ნახვა
კომენტარი
კრის სოჩა - სანქციები კონკრეტულ ადამიანებზეა გათვლილი, ვფიქრობ, ეს ივანიშვილს უნდა აღელვებდეს
„სანქციები კონკრეტულ ადამიანებზეა გათვლილი, ვფიქრობ, რომ ეს ივანიშვილს უნდა აღელვებდეს“, - ამის შესახებ აშშ-ის საერთაშორისო ურთიერთობათა კომიტეტის „რესპუბლიკელთა“ ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, კრის სოჩამ განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ სენატსა და წარმომადგენელთა პალატაში ორის სახის სანქციების განხილვა მიმდინარეობს. „სენატსა და წარმომადგენელთა პალატაში მიდის განხილვა სანქციების დაწესების შესახებ. არსებობს ორი ვარიანტი: პირველი - სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციებიდან ერთ-ერთია აშშ-ს ტერიტორიაზე მყოფი ანგარიშების გაყინვა, რაც, შესაძლოა, ფინანსთა დეპარტამენტმა სხვა სამინისტროებთან ერთად განიხილოს; მეორე - შეზღუდვა მოგზაურობაზე. თუ თავად ივანიშვილი არ მოგზაურობს აშშ-ში, მას ჰყავს შვილები, რომლებიც ამას აკეთებენ. ბოლო წლებში საუბარია იმაზე, უნდა მოუხსნან თუ არა შვილებს აშშ-ში მოგზაურობისა და განათლების უფლება. ვფიქრობ, რომ ეს ივანიშვილს უნდა აღელვებდეს. ასეთი სანქციები კონკრეტულ ადამიანებზეა გათვლილი და ჩვენ არ ვსაუბრობთ მთელი საქართველოს საზოგადოებისა და მთელი მთავრობისთვის სანქციების დაწესებაზე“, - განცხადა კრის სოჩამ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)