|
2021-02-25 23:14:55, 492 ნახვა
კომენტარი
გია ვოლსკი - რიგგარეშე არჩევნების საფუძველი გუბაზ სანიკიძისა და სააკაშვილის განცხადებები ვერ იქნება
„რიგგარეშე არჩევნების საფუძველი გუბაზ სანიკიძისა და სააკაშვილის განცხადებები ვერ იქნება“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გია ვოლსკიმ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ რიგგარეშე არჩევნებს უნდა ჰქონდეს მყარი საფუძველი. „მოლაპარაკების მაგიდასთან მხარეებს, პირველ რიგში, საზოგადოების მოთხოვნა მიიყვანს, რომ ამ ურთულეს სოციალურ-ეკონომიკურ პირობებში პოლიტიკურმა პარტიებმა არანაირად არ უნდა იფიქრონ იმაზე, რასაც პოლიტიკური დივიდენდების მიღება ჰქვია. მეორე - სისხლხორცეული დაინტერესებაა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების, რომ დესტაბილიზაცია საქართველოში არ მოხდეს. ეს გარდა კეთილგანწყობისა განპირობებულია მათი ინტერესით რეგიონში, სტაბილური პარტნიორი მათთვის საგანგებო მნიშვნელობისაა. ეს ორი ფაქტორი იქნება განპირობებული იმისთვის, რომ მოლაპარაკების მაგიდასთან მივიდეთ და კონკრეტული წინადადებით უნდა მივიდეთ. ის, რომ შენ წადი და მიშა უნდა მოვიდეს, ეს არ არის წინადადება. რიგგარეშე არჩევნები ყველა ვინც აქ ვართ, ყველას რომ გვინდოდეს, ამის საფუძველი უნდა იყოს. ამის საფუძველი გუბაზ სანიკიძის, თუნდაც სააკაშვილის განცხადება ვერ იქნება“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)