|
2021-02-25 21:10:19, 677 ნახვა
კომენტარი
გიორგი ბარამიძე - თუ მათ უნდათ ვითარების განმუხტვა, მოხსნან ეს საკითხიც და დამთავრდება ამით ყველაფერი
„თუ მათ უნდათ ვითარების განმუხტვა, მოხსნან ეს საკითხიც და დამთავრდება ამით ყველაფერი“, - ამის შესახებ პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა გიორგი ბარამიძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ ნიკა მელიას გირაო უკვე გადახდილი აქვს. „თუ გვაქვს ესეთი ვითარება, რომ გაზრდილი გირაო გაუქმებულია და არის წინასწარი პატიმრობა, რომელზეც პროკურატურა იძახის, რომ არ მჭირდებაო. მორჩა, თუ არ სჭირდებათ, მოხსნან ეს პრობლემა, გირაო გადახდილი აქვს და დარჩება სწორედ სტატუს კვო. თუ ეს არ არის პოლიტიკური ახირება, გათვლილი „ქართული ოცნების“ ამომრჩეველზე, რომ აჩვენონ, აი ჩვენ რა მაგრები ვართ, მაინც ხომ გავიტანეთ ჩვენი. ამას უფრო გავს პროკურატურის მოქმედება გამომდინარე „ქართული ოცნების“ ინტერესებიდან, ვიდრე რაიმე სამართლებრივი მოქმედებას. ამიტომ, თუ მათ უნდათ ვითარების განმუხტვა, უნდა გააკეთონ ის, რომ გაუქმებულია დამძიმებული გირაო და თუ, თვითონაც ამბობენ, რომ არ ესაჭიროებათ გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ნიკა მელია საპყრობილეში, მოხსნან ეს საკითხიც და დამთავრდება ამით ყველაფერი. გირაო აქვს გადახდილი ნიკა მელიას“, - განაცხადა გიორგი ბარამიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)