|
2021-02-25 18:21:29, 432 ნახვა
კომენტარი
პაატა იმნაძის განცხადებით, საქართველოში პირველი „ასტრაზენეკას“ ვაქცინა შემოვა
პაატა იმნაძის განცხადებით, საქართველოში პირველი „ასტრაზენეკას“ ვაქცინა შემოვა. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ ვაქცინა პირდაპირი მოლაპარაკების გზით შემოვა და არა „კოვაქსიდან“. „პირველს ალბათ, დანამდვილებით ვიტყვი, მივიღებთ „ასტრაზენეკას“, არა კოვაქსიდან, არამედ, პირდაპირი მოლაპარაკების გზით, ეს უფრო რეალური ჩანს, ვიდრე კოვაქსის პლატფორმისგან. კოვაქსი, რა თქმა უნდა, დააკმაყოფილებს ქვეყნებს, მაგრამ სამწუხაროდ, ვაქცინების ძალიან დიდი დეფიციტია მსოფლიოში შექმნილი. ვაქცინაციის დაწყება ბევრს არაფერს ნიშნავს, მთავარია, საკმარისი მოცვა და იგივე ევროკავშირში დღეს დაწყებული კი არის, მაგრამ მოცულია მოსახლეობის 4%, ეს არაფერია პრაქტიკულად. ყველაზე კარგი მონაცემები ისრაელს აქვს, ერთი დოზით უკვე 70%-ზე მეტი აცრა მოსახლეობის. გასაგებია ამ ქვეყნის შესაძლებლობა“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)