|
2021-02-25 12:35:35, 568 ნახვა
კომენტარი
ზაალ უდუმაშვილი ჟურნალისტ ვახო სანაიაზე თავდასხმას დაგეგმილ პროვოკაციას უწოდებს
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ზაალ უდუმაშვილი „ფორმულას“ ჟურნალისტ ვახო სანაიაზე თავდასხმას დაგეგმილ პროვოკაციას უწოდებს. მისი თქმით, ოპოზიციური მედია ბიძინა ივანიშვილის მთავარი სამიზნეა. „ყველანაირი საფუძველი მაქვს ვივარაუდო, რომ ეს იყო წინასწარ დაგეგმილი პროვოკაცია და არ იყო შემთხვევითი, რადგან ცნობილ ჟურნალისტს, მათ შორის ოპოზიციური არხის წარმომადგენელს ასე ესხმიან ქუჩაში თავს, შემთხვევით არ ხდება. ის, რომ ოპოზიციური მედია ივანიშვილის მთავარი სამიზნეა, ჩვენ ეს დიდი ხანია ვიცით. კარგად ვხედავთ, რა პროცესები მიმდინარეობს მედიის წინააღმდეგ. მათი მფლობელები და ხელმძღვანელები მუდმივად სასამართლოებში დადიან. ბიძინა ივანიშვილი ყველანაირი მეთოდებით ცდილობს, ჩაახშოს ოპოზიციური ხმა და სწორედ ამ პროცესის გაგრძელებაა ის, რაც მოხდა ვახო სანაიასთან დაკავშირებით. ახლა უკვე პიროვნულად გადავიდნენ ფიზიკურ ანგარიშსწორებებზე“, - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა. ცნობისთვის, ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტს, ვახო სანაიას გვიან ღამით თავს დაესხნენ. შინაგან საქმეთა სამინისტრომ აღნიშნულ ფაქტზე ჯგუფური ძალადობის ბრალდებით სამი პირი დააკავა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)