|
2021-02-25 11:47:18, 571 ნახვა
რეგიონი
თორნიკე რიჟვაძე - 25 თებერვალი საქართველოს ისტორიაში არის ერთ-ერთი მძიმე დღე, თუმცა ამავე დროს დიდი გმირობის თავდადების დღეა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში გმირულად დაღუპულ იუნკერთა ხსოვნას პატივი მიაგო და მემორიალი გვირგვინით შეამკო. „25 თებერვალი საქართველოს ისტორიაში არის ერთ-ერთი მძიმე და ტრაგიკული დღე, თუმცა ამავე დროს არის ძალიან დიდი გმირობის და თავდადების დღე. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი თანმიმდევრული და პრინციპული პოლიტიკით მივაღწევთ ჩვენს ერთიან მიზანს, რასაც ჰქვია ჩვენი ქვეყნის სრული თავისუფლება, დეოკუპაცია და ამ ყველაფერში ჩვენ ერთიანი ვართ და ერთიანია საზოგადოება“, - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ. ბათუმში საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ მებრძოლთა სკვერში გმირულად დაღუპული იუნკერების ხსოვნას პატივი მიაგეს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძემ, ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელმა, ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარემ. საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, სახელმწიფო დროშები ყველა სახელმწიფო უწყების შენობაზე დაეშვა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)