|
2021-02-25 11:07:03, 487 ნახვა
კომენტარი
ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, შემდგომი შეზღუდვები ეპიდვითარების ანალიზის საფუძველზე შემსუბუქდება
გვჭირდება მხარდაჭერა მოსახლეობის მხრიდან იმისთვის, რომ მიღწეული პროგრესი შევინარჩუნოთ და გავაუმჯობესოთ, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, პირველი მთავრობის სხდომის ფორმატში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. „ნებისმიერი შეზღუდვის შემსუბუქება თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობაა, ასევე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მოქალაქეებს მივმართო თხოვნით, მეტი პასუხისმგებლობით მოვეკიდოთ აღნიშნულ შემსუბუქების ღონისძიებებს, ვინაიდან გვჭირდება კარგი კოორდინაცია, დახმარება და მხარდაჭერა მოსახლეობის მხრიდან, იმისთვის, რომ მიღწეული პროგრესი შევინარჩუნოთ, გავაძლიეროთ, გავაუმჯობესოთ და არ მივიღოტ გაუარესებული სიტუაცია, ამ საკითხს სჭირდება მოსახლეობის დახმარება“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. მანვე დასძინა, რომ შემსუბუქების შემდგომი ღონისძიებები ეპიდვითარების გათვალისწინებით იქნება შემოღებული. „მუდმივად ვაკვირდებით ქვეყანაში არსებულ ეპიდვითარებას, შემდგომ ნაბიჯებს შემსუბუქების მიმართულებით, ვითარების ანალიზის საფუძველზე გადავდგამთ“, - დასძინა პრემიერმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)