|
2021-02-24 22:59:46, 669 ნახვა
კომენტარი
აშშ-ის ყოფილი ელჩი საქართველოში - ოპოზიციის ლიდერის, ნიკა მელიას დაკავებამ იმედგაცრუება გამოიწვია
„ოპოზიციის ლიდერის, ნიკა მელიას დაკავებამ იმედგაცრუება გამოიწვია“, - ამის შესახებ აშშ-ის ყოფილმა ელჩმა საქართველოში, უილიამ კორტნიმ ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ ნიკა მელია უნდა გათავისუფლდეს. „იმედგაცრუება გამოიწვია ოპოზიციის ლიდერის, ნიკა მელიას დაკავებამ. ეს არის ძალიან ანტიდემოკრატიული ნაბიჯი, რომელმაც დასავლეთში შოკი გამოიწვია. პირველ რიგში, ნიკა მელია უნდა გათავისუფლდეს. მეორე: ოპოზიციამ უნდა დაიკავოს საკუთარი ადგილი პარლამენტში. შეიძლება ერთობ რთულია ხელისუფლებას და ოპოზიციას შორის ერთობლივი მუშაობა ახალი იდეების შესამუშავებლად. დემოკრატიულ ქვეყნებში გამოჩენილი მოქალაქეები ერთად სხდებიან, გამოდიან კონკრეტული იდეებით, ვფიქრობ, ახლა საქართველოში ამის დროა. საჭიროა, ადამიანები, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, ბიზნესმენები, პოლიტიკოსები, ერთად დასხდნენ და წარმოადგინონ იდეები პოლიტიკური თუ ეკონომიკური ცხოვრების გასაუმჯობესებლად“, - განაცხადა უილიამ კორტნი
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)