|
2021-02-24 15:45:17, 551 ნახვა
კომენტარი
ამირან გამყრელიძე - ქვეყანაში ეპიდსიტუაცია სტაბილიზირდება, მაგრამ ეს დამშვიდების საფუძველს არ გვაძლევს
ეპიდსიტუაცია ქვეყანაში სტაბილიზირდება, მაგრამ ეს დამშვიდების საფუძველს არ გვაძლევს, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა. მისივე თქმით, ნოემბერ-დეკემბერთან შედარებით ინციდენტობის მაჩვენებელი 10-ჯერ არის შემცირებული. „მოგეხსენებათ, დღეს იყო პირველი საბჭოს სხდომა ახალი პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით. შევადარეთ ნოემბერ-დეკემბრის და დღევანდელი მონაცემები ინციდენტობის თვალსაზრისით, ანუ, ახალ შემთხვევათა რიცხვი 100 000 მოსახლზე, შვიდ დღიანი, 14-დღიანი და ყველაზე მაღალი ინციდენტობა გვქონდა 10 დეკემბერს. 15 ნოემბრიდან დეკემბრის 10-მდე იყო პიკური პერიოდი, როცა დღიურად გვქონდა 4 000-5 000 შემთხვევა. ინციდენტობა არის 10-ჯერ შემცირებული. ასევე შემცირებულია სიკვდილიანობა. ანუ, ეპიდსიტუაცია ქვეყანაში სტაბილიზირდება, მაგრამ ეს დამშვიდების საფუძველს არ გვაძლევს. აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ ყველა რეკომენდაცია“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)