|
2021-02-23 23:08:58, 577 ნახვა
კომენტარი
ნინო ლომჯარია - ნიკა მელია თავს მხნედ გრძნობს და ოპტიმისტურ განწყობაზეა
„ნიკა მელია თავს მხნედ გრძნობს და ოპტიმისტურ განწყობაზე არის“, - ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ ნიკა მელიას მიმართ ძალის გამოყენებას ან შეურაცხყოფას ადგილი არ ჰქონია. „მოვინახულე ნიკა მელია საკანში. მაინტერესებდა მისი მდგომარეობა. ასევე, გამოვკითხე პირობები. დაკავების მომენტიდან ამ დრომდე. როგორც მან მითხრა ჯერ იყო გადაყვანილი შსს-ს ერთ-ერთ განყოფილებაში და შემდეგ იქიდან წამოიყვანეს მე-12 დაწესებულებაში. ის საუბრობს, რომ მის მიმართ ძალის გამოყენებასა ან შეურაცხყოფას ადგილი არ ჰქონია. ასევე ფიქრობს, რომ დამაკმაყოფილებელი არის ციხეში არსებული პირობები. თავს გრძნობს მხნედ. ჰქონდა სურვილი, საჯაროდ მეთქვა, რომ ოპტიმისტურ განწყობაზე არის. ერთადერთი მოთხოვნა აქვს ის, რომ საკანში არ არის ტელევიზორი. ვესაუბრე ციხის ხელმძღვანელობას და იმედი მაქვს, ლოჯისტიკური საკითხი დროულად მოგვარდება“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)