|
2021-02-22 20:18:23, 613 ნახვა
კომენტარი
თინა ბოკუჩავა - ივანიშვილი ღარიბაშვილის დანიშვნით მიგვანიშნებს, რომ მშვიდობიანი გზის არჩევა არ სურს
„ივანიშვილი ღარიბაშვილის დანიშვნით მიგვანიშნებს, რომ მშვიდობიანი გზის არჩევა არ სურს“, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა თინა ბოკუჩავამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ ბიძინა ივანიშვილს ძალადობრივი სცენარით მოვლენების განვითარება სურს. „ყველა პარტნიორი საუბრობს, რომ ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია დეესკალაცია. ღარიბაშვილის დანიშვნვით, იმ უგუნური რიტორიკით, რაც მოვისმინეთ ამ ყეყეჩი ბატონისგან საპარლამენტო ტრიბუნიდან, მიგვანიშნებს იმაზე, რომ ივანიშვილს არ სურს მშვიდობიანი გზის არჩევა, არ სურს მოლაპარაკების გზის არჩევა. მას სურს ძალადობრივი სცენარით მოვლენების განვითარება. მან აირჩია რადიკალი შავრაზმელი ღარიბაშვილი იმისთვის, რომ უარი თქვას მოლაპარაკების მაგიდაზე. საბოოლოო ჯამში, მოუწევს მას მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომა, იმიტომ რომ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები არ დაუშვებენ, რომ ძალადობრივად განვითარდეს ამ ქვეყანაში მოვლენები“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)