|
2021-02-22 09:22:31, 394 ნახვა
კომენტარი
ეკატერინე ტიკარაძე: საქართველომ შეძლო და ჩვენ რეგიონში პირველები მივიღებთ უმაღლესი ხარისხის ვაქცინებს
„საქართველომ შეძლო და ჩვენ რეგიონში პირველები მივიღებთ უმაღლესი ხარისხის ვაქცინებს",- ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრობის კანდიდატმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა. მინისტორობის კანდიდატის განცხადებით,აშშ-სთან და ევროკავშირთან ხელმოწერილი კონტრაქტების ფარგლებში დგინდგება ვაქცინების დამატებითი დოზების მოწოდების თარიღები. „ვაქცინების მიღებისა და ვაქცინაციის წარმატებით განხორციელების მთავარი პირობა ქვეყნის მზაობაა. ამ მიმართულებით ჩვენ უკვე ვასრულებთ მოსამზადებელ სამუშაოებს. COVID-19-ის ვაქცინების საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლის მომენტიდან, უშუალოდ ვაქცინაციის პროცედურამდე, ყოველი ნაბიჯი დაგეგმილია. ქვეყნის მასშტაბით უკვე შერჩეული და მომზადებულია ვაქცინაციის განმახორციელებელი სამედიცინო დაწესებულებები, დასრულდა სამედიცინო პერსონალის აქტიური გადამზადება, უზრუნველყოფილია ვაქცინების უსაფრთხოდ შენახვის ყველა პირობა, ცივი ჯაჭვის განსაკუთრებული პირობების ჩათვლით. მოგეხსენებათ, ვაქცინაცია ჩვენს ქვეყანაში ნებაყოფლობითია. ამიტომ, იმედს ვიტოვებ, სამიზნე ჯგუფების წარმომადგენლები გამოიჩენენ მაღალ მოქალაქეობრივ პასუხსიმგებლობას და ჩვენ ერთად შევძლებთ პანდემიის დასრულებას",-ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრობის კანდიდატმა ეკატერინე ტიკარაძემ პარლამენტში საკომიტეტო მოსმენაზე განაცხადა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)