|
2021-02-22 09:21:04, 365 ნახვა
კომენტარი
ეკატერინე ტიკარაძე: დროებით შეჩერდა სოციალურად მოწყვლადი მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობის შემოწმების პროცედურა
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრობის კანდიდატმა ეკატერინე ტიკარაძემ პარლამენტში პანდემიის პერიოდში სოციალურ დახმარებებსა და მორატურიუმზე ისაუბრა. ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, პანდემიის პერიოდში სახელმწიფომ მოსახლეობის ეკონომიკური მდგრადობის უზრუნველყოფის მიზნით, მტკიცე პოლიტიკური ნება გამოიჩინა. „გამოვაცხადეთ მორატორიუმი, რომლის ფარგლებში დროებით შეჩერდა სოციალურად მოწყვლადი მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობის შემოწმების პროცედურა და მათ უწყვეტად შეუნარჩუნდათ სოციალური დახმარება. აღნიშნული ღონისძიებით, ჩვენ მნიშვნელოვნად დავაზღვიეთ მოსახლეობა პანდემიის თანმდევი ფინანსური რისკებისგან. გარდა სერვისების უწყვეტობისა, მთავრობის მიერ შემუშავებული მხარდამჭერი გეგმის ფარგლებში ყოველთვიური დახმარება მიიღო 200 000-ზე მეტმა ოჯახმა, მათ შორის ბავშვიანმა ოჯახებმა. ამ მიზნით სულ გაიცა 76 მილიონ ლარზე მეტი. ასევე, მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის და ბავშვებისთვის, თვეში საშუალოდ 44 000-ზე მეტ პირზე გაიცა 30 მილიონ ლარზე მეტი",-განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)