17:18 - 22 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-02-21 22:03:34, 359 ნახვა

კომენტარი
ჯუანშერ ბურჭულაძე - თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარების მიმართულებით აქტიურად ვმუშაობთ

თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა ჯუანშერ ბურჭულაძემ  საკომიტეტო მოსმენის შემდეგ პარლამენტარების შეკითხვებს უპასუხა.

მან სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ “დელტაში” სამხედრო ტექნიკის - სამედიცინო დაჯავშნული მანქანების, ასევე შაშხანებისა და დრონების წარმოებაზე გაამახვილა ყურადღება და სამხედრო წარმოების კუთხით უცხოელ პარტნიორებთან თანამშრომლობის პერსპექტივაზეც ისაუბრა.

მისი განცხადებით, აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარების მიმართულებით.

„მე გახლდით ვიზიტით, სულ რაღაც ორი კვირის წინ ჩეხეთსა და პოლონეთში. ჩვენ ვგეგმავთ საერთაშორისო კომპანიებთან თანამშრომლობას „დელტას“ ბაზაზე და იმედი გვაქვს, რომ ავაწყობთ ერთობლივ საწარმოებს“, - განაცხადა მინისტრობის კანდიდატმა.

ჯუანშერ ბურჭულაძემ ადგილობრივ სამხედრო წარმოებაზე, კერძოდ, „დელტას“ საქმიანობაზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ 2020 წელს თავდაცვის უწყებამ „დელტადან“ 40 ავტომანქანა მიიღო.

მისივე განმარტებით, მსგავსი პრეცედენტი ჯერ არ ყოფილა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
თიბისის კონცეპტის მხარდაჭერით ZEG Storytelling Festival გაიმართება
რაჟდენ კუპრაშვილი კორუფციაში ბრალდებული ყოფილი მაღალჩინოსანის ადვოკატი იქნება
ნანუკა ჟორჟოლიანმა მცხეთის იზოლატორი დატოვა
სუს-მა გრიგოლ ლილუაშვილის ყოფილი მოადგილე ლევან ახობაძე დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics