|
2021-02-21 21:19:51, 389 ნახვა
კომენტარი
ვახტანგ გომელაური: გიორგი გახარიას განცხადებამდე ცნობილი იყო, რომ გადადგომას აპირებდა
შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა, ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში გამართული კომიტეტების გაერთიანებული სხდომის დასრულების შემდეგ მედიის მიერ დასმულ კითხვებს უპასუხა. გომელაურმა აღნიშნა, რომ გიორგი გახარიას განცხადებამდე ცნობილი იყო, რომ გადადგომას აპირებდა. „ბევრჯერ იყო კითხვები, რომ ჩვენ შორის რაღაც დაპირისპირებაა. არანაირი დაპირისპირება ჩვენ შორის არ ყოფილა. არც ახლა არის, რა თქმა უნდა. ძალიან კარგი ურთიერთობა გვქონდა. აზრთა სხვადასხვაობა გუნდში თუ იყო, ეს არ ნიშნავს დაპირისპირებას. პირიქით, ჯანსაღია ეს და სწორია. უნდა იყოს, რა თქმა უნდა, კითხვები და სხვადასხვა აზრი გუნდში. განცხადებამდე, რა თქმა უნდა, ცნობილი იყო, რომ გადადგომას აპირებდა. როგორ წარმოგიდგენიათ, შინაგან საქმეთა მინისტრმა არ იცის განცხადებამდე პრემიერის გადადგომის თემა? ნორმალური იქნებოდა? თქვენ ფიქრობთ, რომ არ ვიცოდი? კიდევ ერთხელ ვამბობ, ძალიან კარგი ურთიერთობა მქონდა გახარიასთან და ახლაც მაქვს. როგორ შეიძლება, ადამიანმა, რომელთანაც მეგობრობ, ახლოს ხარ და ურთიერთობა გაქვს, არ გითხრას, რომ უნდა გადადგეს - ელემენტარული პატივისცემაა“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)