|
2021-02-21 21:09:49, 334 ნახვა
კომენტარი
ვახტანგ გომელაური: ახალგაზრდებში სუიციდი უმძიმესი თემაა, ძალიან დიდი სტრესია
შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა, ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში გამართულ გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე დეპუტატების კითხვებს უპასუხა. ვახტანგ გომელაურმა ქობულეთის მუნიციპალიტეტში რამდენიმე კვირის უკან გარდაცვლილი 14 წლის არასრულწლოვანის სუიციდის თემაზე დეპუტატებს უპასუხა, რომ უმძიმესი თემაა და მის გადაჭრაში მთელი საზოგადოება უნდა ჩაერთოს. „რაც შეეხება 14 წლის გოგონას სუიციდს, კიდევ ერთხელ მინდა ოჯახს მივუსამძიმრო. სუიციდი, ეს არის ძალიან დიდი პრობლემა საზოგადოებაში. მხოლოდ შინაგან საქმეთა სამინისტრო ვერაფერს ვერ მოუხერხებს. ჩვენ ვმუშაობთ პრევენციაზე, უამრავ რაღაცას ვაკეთებთ - საინფორმაციო რგოლები და ასე შემდეგ. მაგრამ თუ არ ჩაერთო მთელი საზოგადოება, ოჯახიდან დაწყებული დამთავრებული ყველა სამინისტრო, განათლება, მთელი საზოგადოება ამას ვერაფერს ვერ გავუკეთებთ ჩვენ მხოლოდ. უმძიმესი თემაა, ძალიან დიდი სტრესია, ახალგაზრდებში მით უმეტეს და ძალიან ბევრია სამუშაო. მე ვფიქრობ ამაზე ყველა ჩვენთაგანმა, არა მარტო მე პირადად და შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ყველა ჩვენთაგანმა უნდა ავიღოთ პასუხისმგებლობა. სუიციდი მსოფლიოში არის პრობლემა, არამარტო საქართველოში, თუმცა საქართველოშიც არის ძალიან ბევრი სამუშაო", - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)