|
2021-02-21 20:51:38, 324 ნახვა
კომენტარი
ვახტანგ გომელაური: მომსახურების სააგენტოში ახალი სერვისები დაინერგა
შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა, ვახტანგ გომელაურმა საქართველოს მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საპარლამენტო განხილვაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში დანერგილი სერვისების შესახებ ისაუბრა და დაგეგმილი პროექტები წარადგინა. მისი თქმით, პანდემიის პირობებში მომსახურების სააგენტო მუშაობის სპეციალურ რეჟიმზე გადავიდა და მოქალაქეებს სერვისების ნაწილი ონლაინ, დისტანციურად მიეწოდებოდათ. მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა აღნიშნა, რომ კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, სააგენტოს ყველა სტრუქტურულ ერთეულში განთავსდა დამცავი მინის ბარიერები და მოეწყო რიგის მაკონტროლებელი ჯებირები. ვახტანგ გომელაურის განცხადებით, სააგენტოში ახალი სერვისები დაინერგა. „2020 წლის ოქტომბრიდან, დაინტერესებულ პირებს საშუალება მიეცათ, დისტანციურად, სააგენტოში მოსვლის გარეშე განახორციელონ იარაღის რეგისტრაცია. იარაღის რეგისტრაციისას სააგენტო სთავაზობს დაინტერესებულ პირებს საფოსტო მომსახურებასაც. რუსთავში განახლდა ცენტრალური სარეგისტრაციო დარბაზი და სააგენტოს თანამშრომლებს განუახლდათ ფორმები“, - აღნიშნა ვახტანგ გომელაურმა. შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატის თქმით, მომსახურების სააგენტოში დისტანციური მომსახურების სხვა სერვისებიც დაინერგება. „მოქალაქეები სატრანსპორტო საშუალებებს ონლაინ, სპეციალური პროგრამის საშუალებით დაარეგისტრირებენ. იგეგმება მოპედების რეგისტრაცია, მოპედებზე მართვის უფლების მისაღები გამოცდის ჩაბარება და მართვის მოწმობის გაცემა“,-განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)