|
2021-02-21 18:12:57, 387 ნახვა
კომენტარი
ვახტანგ გომელაური: 2020 წელს, 2019 წელთან შედარებით, რეგისტრირებული დანაშაული შემცირდა 12% ით
„სამართალდამცველთა ძალისხმევის შედეგად, 2020 წელს 2019 წელთან შედარებით, რეგისტრირებული დანაშაული შემცირდა 12%-ით“, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა, ვახტანგ გომელაურმა საკანონმდებლო ორგანოში, კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე ისაუბრა. მისივე თქმით, შემცირდა ისეთი კატეგორიის დანაშაულები, როგორიც არის მკვლელობის მცდელობა, ყაჩაღობა, ძარცვა, გამოძალვა, ქურდობა, მათ შორის, ბინების გაქურდვის ფაქტებიც. „გაიზარდა კიბერდანაშაული, რაც გლობალური გამოწვევაა და ინტერნეტრესურსების გაზრდილი გამოყენებით არის განპირობებული. ასევე, მომატებულია ოჯახში ძალადობის ფაქტებზე პოლიციისადმი მიმართვიანობა. ასევე, მომატებულია მკვლელობა 9 ფაქტით. რეგისტრირებულ დანაშაულზე ჩვენ საზოგადოებას ყოველთვიურად ვაწვდით ინფორმაციას. რა თქმა უნდა, გვრჩება გამოწვევებიც, რომელთა გადასაჭრელადაც სამინისტროში დაგეგმილია და მიმდინარეობს არაერთი რეფორმა“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)