|
2021-02-21 18:10:12, 346 ნახვა
კომენტარი
ვახტანგ გომელაურმა კრიმინალური პოლიციის რეფორმის ფარგლებში მიმდინარე პროექტებსა და პოლიციელების შეიარაღების განახლებაზე ისაუბრა
„მნიშვნელოვნად განახლდება პოლიციელების შეიარაღება, რაც წლების განმავლობაში, მასშტაბურად არ განხორციელებულა. გაუმჯობესდება და განახლდება დანაყოფების რადიოკავშირის საშუალებები, ასევე, გაგრძელდება პოლიციელების მაღალი ხარისხის ფორმის ტანსაცმლითა და ფეხსაცმლით უზრუნველყოფა“, - ამის შესახებ შს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა განაცხადა. შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატის თქმით, რეფორმის ფარგლებში, ამ ეტაპზე მიმდინარეობს ოპერატიული, საგამოძიებო და საუბნო მიმართულებების გამიჯვნის პროცესი. „გრძელდება კრიმინალური პოლიციის რეფორმა, რომლის მთავარი მიზანი გამოძიების ხარისხის გაზრდაა. რეფორმის შედეგად მივიღებთ გამომძიებელთა ახალ, მაღალი კვალიფიკაციის მქონე შემადგენლობას, ხოლო ოპერატიული კომპონენტი საქმიანობის ცალკე მიმართულებად განისაზღვრება. ამჟამად მიმდინარეობს ოპერატიული, საგამოძიებო და საუბნო მიმართულებების გამიჯვნის პროცესი. პარალელურად, ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინებით, საგამოძიებო და საპროკურორო ფუნქციების გამიჯვნის მიზნით, მომზადებულია სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ცვლილებების პროექტი და მიმდინარეობს სამოქმედო გეგმის შემუშავება“, - აღნიშნა ვახტანგ გომელაურმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)