18:46 - 22 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-02-21 20:17:43, 355 ნახვა

კომენტარი
გოჩა ლორთქიფანიძე: საკანონმდებლო მიმართულებით ერთ-ერთი პრიორიტეტი სამეწარმეო და საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესება იქნება

იუსტიციის მინისტრობის კანდიდატი  საქართველოს პარლამენტის ოთხი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე სიტყვით გამოვიდა.

გოჩა ლორთქიფანიძემ იუსტიციის სამინისტროს პრიორიტეტებზე ისაუბრა, მათ შორის, სამეწარმეო და საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესების მიმართულებით: 2020 წლიდან უკვე ამოქმედდა იუსტიციის სამინისტროს მიერ შემუშავებული კანონი „მედიაციის შესახებ", რომელიც უზრუნველყოფს მედიაციის განვითარებას და მორიგების გზით დავების გადაწყვეტას.

მედიაციის სფეროს კიდევ უფრო მეტად განვითარების მიზნით შემდეგი კვირიდან პარლამენტში დაიწყება საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისთვის წარდგენილი ე.წ. სინგაპურის კონვენციისა და თანმდევი საკანონმდებლო ცვლილებების განხილვა, რომელიც უზრუნველყოფს სამედიაციო მორიგებების სხვა სახელმწიფოებში ცნობასა და აღსრულებას.

„ჩვენ, აგრეთვე, აქტიურად ვმუშაობთ გადახდისუუნარობის შესახებ ახალი კანონმდებლობის იმპლემენტაციისთვის აუცილებელი სამართლებრივი და ინსტიტუციური მექანიზმების შექმნაზე.

ამ საკითხებზე ჩვენ ჩამოგვიყალიბდა პროფილურ კომიტეტებთან ძალიან კარგი თანამშრომლობის პრაქტიკა და იუსტიციის სამინისტროს მიერ შემუშავებულ „მეწარმეთა შესახებ" საქართველოს კანონისა და აღსრულების ახალი კოდექსის პროექტებს პარლამენტში უკვე ბატონი მიხეილ სარჯველაძე გაუძღვება და მიიყვანს ბოლომდე“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრობის კანდიდატმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
საპატრიარქო რეზიდენციაში ავტომობილით შეჭრილი მძღოლი - მე მირჩევნია მარტო ვიყო, არ მჭირდება ინტერესების დაცვა
მოქალაეებს ჯარიმის შესახებ ცრუ შეტყობინება ეგზავნებათ- საპატრულო პოლიცია გავფრთხილებას ავრცელებს
შსს-ს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტს ცენზურის განხორციელებისთვის მონიტორინგი დაევალა
ფაშინიანი: საქართველო მნიშვნელოვან როლს ასრულებს სომხეთ-ევროპის ურთიერთობებში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics