|
2021-02-19 11:34:21, 1009 ნახვა
რეგიონი
ქედის მუნიციპალიტეტის მერმა და იაპონიის ელჩმა საქართველოში საგრანტო ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს
2021 წლის 17 თებერვალს, საგრანტო ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს იაპონიის ელჩმა საქართველოში - ბატონმა იმამურა აკირამ და ქედის მუნიციპალიტეტის მერმა - ბატონმა ლევან გორგილაძემ. ,,მოხარული ვარ, რომ იაპონიის საელჩოს ადამიანის უსაფრთხოების საგრანტო პროგრამის (GGP) ფარგლებში, წელს ქედის მუნიციპალიტეტის პროექტი იქნა შერჩეული. მადლობა საელჩოს და პროექტში მონაწილე ყველა აქტორს მნიშვნელოვანი ახალი სერვისის დანერგვისთვის ქედაში. პროექტის ფარგლებში ქედის მუნიციპალიტეტისთვის შეძენილ იქნება საზოგადოებრივი ეკო-ავტობუსი, რომელიც გააუმჯობესებს ადგილობრივი მოსახლეობის მობილობას და გაზრდის ხელმისაწვდომობას პროდუქტებზე, სერვისებზე და კრიტიკულად მნიშვნელოვან ობიექტებზე" - აღნიშნა ლევან გორგილაძემ. შეხვდრას ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის წევრი ანზორ ბოლქვაძე, პროექტის მენეჯერი მუხრან სალაძე, იაპონიის საელჩოსა და პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის წარმომადგენლები. ენერგოეფექტური მიკროავტობუსი სრულად იქნება ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საჭიროებებზე. ამასთანავე, მაღალმთიან რეგიონში ელექტრო ავტობუსის დანერგვით, ეს პროექტი შექმნის კარგ პრეცედენტს, ჰაერის დაბინძურების შემცირებისა და მავნე სათბურის გაზების ემისიების შესამცირებლად. გრანტის მოცულობა: 77, 235 აშშ დოლარია.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)