|
2015-10-06 19:12:09, 565 ნახვა
საზოგადოება
თავდაცვის მინისტრმა გარდაცვილი სამხედროს ოჯახს მიუსამძიმრა
თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა გარდაცვლილი სამხედროს, პირველი კლასის რიგითის, თამაზ თამარაშვილის ოჯახს მიუსამძიმრა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრთან ერთად დუშეთის რაიონის სოფელ გრემისხევში მისი მოადგილე ბესიკ ლოლაძე და გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, პოლკოვნიკი რომან ჯოხაძე იმყოფებოდნენ. თინათინ ხიდაშელის განცხადებით, თავდაცვის სამინისტრო უპრეცედენტოდ გამჭვირვალედ მუშაობს და ჯარისკაცის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებული ყველა დეტალი საზოგადოებას ეტაპობრივად მიეწოდება. „ჯარისკაცის გარდაცვალება ყოველთვის სამწუხაროა, განსაკუთრებით კი მშვიდობიანობის პერიოდში. პირველ რიგში, ვუსამძიმრებ მის ოჯახს, ახლობლებს. მაქსიმალურად უნდა დავუდგეთ გვერდში ამ ადამიანებს და რამდენადაც შევძლებთ, ტკივილი შევუმსუბუქოთ. მოგეხსენებათ, საქმეს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიცია იძიებს. მედიის წარმომადგენლებს მინდა ვთხოვო, რომ ეჭვებისა და სპეკულაციების გარეშე ისაუბრონ ამ თემაზე. არ შეიძლება ადამიანების ბედით და სიცოცხლით თამაში. ჩვენ პირველებმა გავავრცელეთ ინფორმაცია სამხედროს გარდაცვალების ფაქტის შესახებ. თავდაცვის სამინისტრო აბსოლუტურად უპრეცედენტო გამჭვირვალობის პირობებში მუშაობს და საზოგადოებას ვპირდებით, ყველა ინფორმაციას ეტაპობრივად მივაწვდით. შეუძლებელია, იქცეოდე ისე, როგორც იქცეოდნენ წლების განმავლობაში, განსაკუთრებით, ამ უწყების ხელმძღვანელები. ჩვენ არ ვაპირებთ, ჩავებათ ბრალდებებისა და წინასწარ გაცემული დასკვნების მარათონში. სამხედრო პოლიცია სრულად ჩართულია საქმეში, სამი სხვადასხვა ექსპერტიზაა დანიშნული და როგორც კი იქნება პირველი შედეგები, მაშინვე გამოქვეყნდება“,- აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა. V ქვეითი ბრიგადის ჰაერსაწინააღმდეგო ასეულის I კლასის რიგითი თამაზ თამარაშვილი ბრიგადის ტერიტორიაზე გარდაცვლილი იპოვეს. ჯარისკაცის გარდაცვალების ფაქტზე დაწყებულია გამოძიება. საქმეს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიცია იძიებს. თამაზ თამარაშვილს ხუთშაბათს, 8 ოქტომბერს დაკრძალავენ.
ზელენსკი: უკრაინის ყოფნა ევროკავშირში სრულფასოვანი უნდა იყოს
ივანკა ტრამპზე თავდასხმის მომზადების ბრალდებით ირანის IRGC-ს გაწვრთნილი ტერორისტი დააკავეს
სუს-ის უფროსის ყოფილ მოადგილეს, ლევან ახობაძეს პატიმრობა შეეფარდა
სუს-ის თანამშრომელი საკუთარ ავტომანქანაში, თავისივე ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობით გარდაცვლილი იპოვეს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)