18:00 - 22 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-02-18 23:12:28, 533 ნახვა

კომენტარი
ნიკა მელია - ოფისიდან გასვლას ვაპირებ და ამას ვერავინ დაუდგება წინ, ღარიბაშვილი თუ ფარცხალაძე, ვინც არ უნდა დაინიშნოს

"ოფისიდან გასვლას ვაპირებ და ამას ვერავინ დაუდგება წინ, ღარიბაშვილი თუ ფარცხალაძე, ვინც არ უნდა დაინიშნოს“, - ამის შესახებ პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ უბრუნდება პოლიტიკურ აქტივობებს.

„ვმუშაობ, ვცხოვრობ, მანამდეც არა ერთი ღამე გამითენებია ამ ოფისში, რომელიც იძლევა შესაძლებლობას, რომ ნორმალურად იმუშაო.

ვითარება არაა ორდინალური, რაღა დაგიმალოთ, ტყუილს რატო გაკადრებთ, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ არ მივიღებ მონაწილეობას იმ აქტივობებში, რომელიც გაიმართება ოფისის მიღმა.

არამარტო რუსთაველის აქციაზე,  იქნება ეს გლდანი, თბილისის სხვადასხვა რაიონები, ვაპირებ უახლოეს დღეებში მივიღო მონაწილეობა.

ვაპირებ პოლიტიკურ აქტივობებში მონაწილეობას, შაბათს პანაშვიდზეც უნდა მივიდე.

ოფისიდან გასვლას ვაპირებ და ამას ვერავინ დაუდგება წინ, ღარიბაშვილი თუ ფარცხალაძე, ვინც არ უნდა დაინიშნოს“,  - განაცხადა ნიკა მელიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თიბისის კონცეპტის მხარდაჭერით ZEG Storytelling Festival გაიმართება
რაჟდენ კუპრაშვილი კორუფციაში ბრალდებული ყოფილი მაღალჩინოსანის ადვოკატი იქნება
ნანუკა ჟორჟოლიანმა მცხეთის იზოლატორი დატოვა
სუს-მა გრიგოლ ლილუაშვილის ყოფილი მოადგილე ლევან ახობაძე დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics