|
2021-02-15 16:28:37, 901 ნახვა
რეგიონი
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ მიქელწყაროში წყალმომარაგების შიდა ქსელის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ მიქელწყაროში წყალმომარაგების შიდა ქსელის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. დაგეგმილია საქლორატორო და საყარაულო ჯიხურის მშენებლობა. მოეწყობა წყლის გამანაწილებელი ქსელი, წყალსადაწნეო კოშკი და სანიტარული დაცვის ღობე. სამუშაოებს ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული შპს „გაზტექმშენი“ ახორციელებს, რომლის ღირებულებაც 268 700 ლარია. სოფელ მიქელწყაროს მოსახლეობას სასმელი წყლის პრობლემა ათეული წლებია აწუხებს. მუნიციპალიტეტის მერია მოსახლეობას სასმელ წყალს ამ ეტაპზე დროებით, ხუთი საუბნო ონკანის საშუალებით აწვდის. პროექტი 2021 წლის მარტში დასრულდება და მოსახლეობას წყალმომარაგება გაუუმჯობესდება - აღნიშნა კასპის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ ზაზა მარიდაშვილმა. #გაიგერაკეთდებაშენსსოფელში #სასმელიწყალისოფელმიქელწყაროს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)