|
2021-02-15 11:05:33, 697 ნახვა
რეგიონი
კახეთში სამი უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა კახეთში სამი უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ გელათში, მოქალაქეს, დაურეგისტრირებელი ლენტური ტიპის სახერხი დანადგარი კუთვნილ მიწის ნაკვეთზე ჰქონდა მოწყობილი. ქალაქ ახმეტაში კი, მოქალაქეებს, უკანონო, ლენტური ტიპის სახერხი საამქროები საცხოვრებელი სახლების ეზოებში ჰქონდათ განთავსებული. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთ-ერთი სახერხის მიმდებარე ტერიტორიიდან 1 კუბური მეტრი წიფლის სახეობის ე.წ. შავად ნამზადი დეტალი - პარკეტის დაუმუშავებელი ფილები ამოიღეს. ვინაიდან სამივე ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებაში გადაიგზავნა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)