|
2021-02-13 10:02:52, 1159 ნახვა
სამხედრო
თავდაცვის ძალების პირველი ქვეითი ბრიგადის მე-12 მსუბუქი ქვეითი ბატალიონი საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამისთვის ემზადება
საქართველოს თავდაცვის ძალების პირველი ქვეითი ბრიგადის მე-12 მსუბუქი ქვეითი ბატალიონი საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის (GDRP) წინამოსამზადებელ სწავლებას გადის. მე-12 მსუბუქი ქვეითი ბატალიონის „ჩარლი“ ასეულმა ათეულის დონის საველე სიტუაციური სწავლება მე-13 ბატალიონის ბაზის საწვრთნელ ტერიტორიაზე ჩაატარა. ქვედანაყოფის სამხედრო მოსამსახურეებმა თავდაცვითი და შეტევითი ოპერაციები განახორციელეს. სიტუაციური სწავლება მოწინააღმდეგის ცეცხლზე რეაგირებასა და მავთულხლართიანი დაბრკოლების გარღვევას ითვალისწინებდა. საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის (GDRP) წინამოსამზადებელი სწავლების ჩატარების პერიოდში მის შეფასებას მე-12 მსუბუქი ქვეითი ბატალიონის ინსტრუქტორები უზრუნველყოფენ. ქვედანაყოფმა წინამოსამზადებელი სწავლების ინდივიდუალური და ათეულის დონის მომზადება სხვადასხვა ლოკაციებზე უკვე გაიარა. ათეულის დონის წვრთნების დასრულების შემდეგ, მე-12 მსუბუქი ქვეითი ბატალიონი ოცეულის დონეზეც გაივლის მომზადებას და საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამაში (GDRP) უშუალოდ ჩაერთვება. GDRP-ის მიზანია საქართველოს თავდაცვის ძალების საბრძოლო ქვედანაყოფების მზადყოფნის დონის ამაღლება ტერიტორიული თავდაცვის უზრუნველსაყოფად. პროგრამა ასევე, უზრუნველყოფს მათი დაკომპლექტების, წვრთნისა და აღჭურვის შესაძლებლობების განვითარებას.
ხაბეიშვილი - ქოცების ხელში დავრჩებით მანამ, სანამ არ მოვიკრებთ გამბედაობას და არ გადავალთ შეტევაზე
ქართველ მწერალთა სახლს შეუერთდებიან ჭავჭავაძის, წერეთლის, ტაბიძის და სხვათა მუზეუმები
შეავსე განაცხადი 2026 წლის მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
მართვის მოწმობის მიღების წესებში ცვლილებები შევიდა
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)