|
2021-02-12 17:08:49, 722 ნახვა
რეგიონი
თორნიკე რიჟვაძე: ეს იქნება ახალი შესაძლებლობა საქართველოს მოქალაქეებისთვის და წინ გადადგმული ნაბიჯი ღირსეული შრომითი პირობებისთვის
საქართველოსა და გერმანიას შორის დადებული შეთანხმების ფარგლებში, საქართველოს მოქალაქეები გერმანიაში ლეგალურად დასაქმებას შეძლებენ. დასაქმება სოფლის მეურნეობის სექტორში სეზონურ სამუშაოებზეა შესაძლებელი. აღნიშნული საკითხი აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ჯანდაცვის მინისტრთან გამართულ ონლაინ შეხვედრაზე განიხილა. ,,დღეს განვიხილეთ გერმანიაში ლეგალური დასაქმების შესაძლებლობები, რომელსაც საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო ახორციელებს გერმანელ პარტნიორებთან ერთად. მნიშვნელოვანია, რომ ეს იქნება ახალი შესაძლებლობა საქართველოს მოქალაქეებისთვის და წინ გადადგმული ნაბიჯი ორგანიზებული, ლეგალური და ამავე დროს ღირსეული შრომითი პირობებისთვის“, - ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ,თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა. აღნიშნული მიმართულებით დიალოგი ევროკავშირის წევრ სხვა მაღალგანვითარებულ ქვეყნებთან გრძელდება. ეს შეთანხმება არის პროგრესი, რაც სამომავლოდ კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას შექმნის ორ ქვეყანას შორის შრომითი მიგრაციის სფეროში თანამშრომლობისათვის.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)