|
2021-02-12 14:58:22, 672 ნახვა
რეგიონი
სახელმწიფო რწმუნებულმა და ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენლებმა სოფელ დამალაში მოსახლეობასთან შეხვედრა გამართეს
სახელმწიფო რწმუნებულმა ბესიკ ამირანაშვილმა ,რწმუნებულის მოადგილემ შალვა ბერძენიშვილმა, ასპინძის მუნიციპალიტეტის მერმა როსტომ მაგრაქველიძემ და ადგილობრივ თვითმმართველობის წარმომადგენლებმა ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ დამალაში მოსახლეობასთან შეხვედრა გამართეს. შეხვედრაზე, ხელისუფლების წარმომადგენლებმა სოფლის მხარდაჭერის პროგრამის განხორციელებაში მოსახლეობის ჩართულობის გაძლიერებასა და უშუალოდ მათ მიერ დასახული პრიორიტეტების შერჩევისა და სოფლად არსებული პრობლემების მოგვარების შესახებ ისაუბრეს. „სოფლის მხარდაჭერის პროგრამა“ მოსახლეობას საშუალებას აძლევს თავად გადაწყვიტოს კონკრეტულად რომელი ინსფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებისათვის გამოიყენებს მათი დასახლებისათვის გამოყოფილ თანხას. სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით ასპინძის მუნიციპალიტეტში მოსახლეობასთან შეხვედრები აქტიურად მიმდინარეობს, ქვეყანაში არსებული რეგულაციების გათვალისწინებით.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)