|
2021-02-09 15:39:25, 685 ნახვა
რეგიონი
გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების პროგრამის მიხედვით ქედაში მალე ციფრული წიგნიერების ცენტრი გაიხსნება
გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების პროგრამის მიხედვით ქედაში მალე ციფრული წიგნიერების ცენტრი გაიხსნება. უკეთესი მმართველობა ადგილობრივი განვითარებისთვის და ქედის მუნიციპალიტეტის მერიის ურთიერთთანამშრომლობის საფუძველზე, ქედაში ციფრული წიგნიერების ცენტრი ამოქმედდება. ცენტრი დაბა ქედაში, ისტორიული მუზეუმის გვერდით განთავსდა და ცენტრის სასწავლო ოთახი შესაბამისი ციფრული ინფრასტრუქტურით უკვე აღიჭურვა. ,,ციფრული წიგნიერების ამაღლების ხელშეწყობა ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი მოსახლეობისთვის, სრულფასოვნად შეძლონ ჩართვა როგორც თვითმმართველობის საქმიანობის, ასევე ეკონომიკურ და სოციალურ პროცესებში. ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით შეძლონ სხვადასხვა სფეროში ცოდნის მიღება და ეკონომიკური საქმიანობის გაუმჯობესება თუნდაც" ,- აღნიშნა ლევან გორგილაძემ. ციფრული ტექნოლოგიების (IT) კომპანიები მუნიციპალიტეტთან ერთად უზრუნველყოფენ ცენტრის აკადემიურ მენეჯმენტს, რომელიც გაუწევს ორგანიზებას კურსებს და მოდულებს, პერიოდულად მოამზადებენ ტრენერებს, გადასცემენ მათ სასწავლო მასალას და გაუწევენ მენტორობას. პერმანენტულ რეჟიმში გაუძღვებიან საბაზისო თუ პროფესიულ კურსებს. ასევე, შესაძლებელია ონლაინ სწავლების ფორმატით შედგეს არაერთი პოპულარული კურსიც.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)