|
2021-02-08 15:28:07, 871 ნახვა
რეგიონი
სამუსიკო სკოლის სრული სარეაბილიტაციო სამუშაოები, კასპის მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ დაათვალიერა
კასპში სამუსიკო სკოლის სრული სარეაბილიტაციო სამუშაოები, კასპის მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ თავის მოადგილეებთან ერთად დაათვალიერა. შენობაში უკვე შეიცვალა სასმელი წყლის და საკანალიზაციო ქსელის გაყვანილობები, მოეწყო სველი წერტილები, სახურავი, ფანჯრები, ცენტრალური გათბობა. ამჟამად შიდა სამუშაოები მიმდინარეობს. შენობის ინფრასტრუქტურა ხელმისაწვდომი იქნება შშმ პირთათვის (პანდუსი, სველი წერტილები). სარეაბილიტაციო სამუშაოებს ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული შპს „აგრომშენსერვისი“ ახორციელებს და მისი ღირებულება 555 291 ლარია. პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება, შესრულებული სამუშაოების გარანტია კი 3 წელი. პროექტი გარდამავალია დაიწყო 2020 წელს და 2021 წელს დასრულდება. „კასპში სამუსიკო სკოლა 1961 წელს გაიხსნა, შენობას ათეული წლებია კაპიტალური შეკეთების სამუშაოები არ ჩატარებია. სკოლაში დღეს 335 მოსწავლე სწავლობს მუსიკას, ხელოვნებას და ხატვას, რომელსაც 18 პედაგოგი ემსახურება. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ გაუმჯობესდება სასწავლო პროცესის პირობები, შესაბამისად სწავლის ხარისხიც - განაცხადა ვახტანგ მაისურაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)