15:57 - 23 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-10-03 18:36:23, 625 ნახვა

საზოგადოება
დევნილთა სამინისტროს ორგანიზებით, დევნილთა საარსებო წყაროების სამოქმედო გეგმის განხილვა გაიმართა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ორგანიზებით, დევნილთა საარსებო წყაროების სამოქმედო გეგმის განხილვა გაიმართა.

როგორც „ექსპრესნიუსს“ ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრას დევნილთა და განსახლების მინისტრის მოადგილეები გრიგოლ გიორგაძე და შოთა რეხვიაშვილი დაესწრნენ.

უწყების ინფორმაციით, დევნილთა საარსებო წყაროების სამოქმედო გეგმის თავდაპირველი ვერსია  შემუშავდა  ევროკავშირის ექსპერტის მიერ, შესაბამის უწყებებთან, ადგილობრივ და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებთან კონსულტაციების გავლის შედეგად.

შეხვედრის მონაწილეებმა დეტალურად განიხილეს სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული, დარგობრივი სამინისტროების კომპეტენციაში შემავალი, სხვადასხვა აქტივობები.

ღონისძიებაზე მინისტრის მოადგილეების დონეზე წარმოდგენილები იყვნენ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენლები.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სუს-ის თანამშრომელი საკუთარ ავტომანქანაში, თავისივე ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობით გარდაცვლილი იპოვეს
მერია არ გასცემს ნებართვას 26 მაისის აქციისთვის სცენის მოსაწყობად
კალიფორნიაში ქიმიური ნივთიერების დაღვრის გამო 40 000-ზე მეტი ადამიანი იქნა ევაკუირებული
23-25 მაისს მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics