07:19 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-01-28 12:00:44, 535 ნახვა

სამართალი
პროკურატურაში დავით გარეჯის საქმეზე გიორგი მანჯგალაძე მესამედ იკითხება

გენერალურ პროკურატურაში საქართველოს ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, გიორგი მანჯგალაძე გამოკითხვაზე იმყოფება.

ამის შესახებ ინფორმაცია „ექსპრესნიუსს“ გენერალურ პროკურატურაში დაუდასტურეს.

მათივე განცხადებით, პროკურატურის კითხვებს დავით გარეჯის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში უპასუხებს.

აღნიშნულ საქმეზე გამოძიების კითხვებს მანჯგალაძემ ორჯერ უკვე უპასუხა. ამ ეტაპზე უცნობია, რატომ გახდა საჭირო საგამოძიებო უწყებაში მისი მესამედ გამოკითხვა.

შეგახსენებთ, რომ საქართველო-აზერბაიჯანის დემარკაციის კომისიის ექსპერტთა საბჭოს უფროსი, ივერი მელაშვილი და წევრი, ნატალია ილიჩოვა 7 ოქტომბერს დააკავეს. პროკურატურის ინფორმაციით, მათ ბრალად უცხო ქვეყნისათვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედება ედებათ. საქმეზე გამოძიება სსკ-ის 308-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
Hudson Institute-ის პრეზიდენტი კობახიძეს: თქვენ ქართული ოცნება კი არა, მისი დამანგრეველი ხართ
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics