|
2015-10-03 12:25:46, 521 ნახვა
პოლიტიკა
ვახტანგ გომელაური თურქეთის ელჩს შეხვდა
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, სახელმწიფო უსაფრთხოების გენერალ–მაიორი ვახტანგ გომელაური საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის ელჩ ზექი ლევენთ გუმრუქჩუს შეხვდა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, შეხვედრისას, განსაკუთრებულად აღინიშნა საქართველო-თურქეთს შორის არსებული სტრატეგიული თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებების კუთხით შედეგიანი ურთიერთთანამშომლობის მნიშვნელობა. მხარეებმა მიმოიხილეს თანამედროვე მსოფლიოსა და რეგიონში არსებული სიტუაცია და გამოკვეთილი ტენდენციები. ისაუბრეს ორი ქვეყნის წინაშე არსებული საფრთხეებისა და გამოწვევების შესახებ და ხაზი გაუსვეს ორი სახელმწიფოს უსაფრთხოების სამსახურების შესაბამისი თანამშრომლობის განმტკიცებისა და გააქტიურების აუცილებლობას. ვახტანგ გომელაურმა და ზექი ლევენთ გუმრუგჩუმ ისაუბრეს სამომავლო გეგმებსა და თანამშრომლობის უახლოეს პერსპექტივებზე. „შეხვედრა მოკლე უნდა ყოფილიყო. ჩემი სურვილი იყო, რომ მიმელოცა ბატონი გომელაურისთვის ახალ თანამდებობაზე დანიშვნა, მაგრამ როგორც ხედავთ შეხვედრა საათნახევარს გაგრძელდა. ეს არის იმ არაჩვეულებრივი დახვედრის შედეგი, რომელიც ჩვენ აქ ვნახეთ. მე მანამდეც ვიცნობდი ბატონ ვახტანგს, როდესაც ის იყო შინაგან საქმეთა მინისტრი მქონდა მასთან შეხვედრის საშუალება. ის შეხვედრაც არაჩვეულებრივი იყო და დღევანდელი შეხვედრის დროსაც ჩვენ განვიხილეთ რეგიონში არსებული უსაფრთხოების საკითხები. მოგეხსენებათ, რომ ყველა საკითხი რომელიც დაკავშირებულია საქართველოსთან, მტკივნეულია ჩვენთვისაც. ჩვენ გვაქვს საერთო საფრთხე, საერთო პრობლემები და ამიტომ ძალიან მოხარული ვიყავი, როდესაც მოვისმინე მისი ხედვები ზოგადად რეგიონში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. ეს ძალიან საინტერესო შეფასებები იყო. ჩვენ ასევე შევთანხმდით, რომ ჩვენი თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება. დაიგეგმება როგორც უმაღლესი რანგის შეხვედრები, ასევე შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებს შორის გაიმართება შეხვედრები და ისინი ყოველთვიურად აქტიურ რეჟიმში განიხილავენ მიმდინარე მოვლენებს“, - განაცხადა ზექი ლევენთ გუმრუქჩუმ.
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
26 მაისს დაგეგმილ დიდ საპროტესტო აქციას სტუდენტებიც უერთდებიან
NYT: ტრამპის ადმინისტრაცია ისრაელს ირანთან მოლაპარაკებებში გვერდზე უდგას
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)