|
2015-10-02 19:37:24, 904 ნახვა
სამხედრო
ვაზიანის პოლიგონზე საინჟინრო სწავლება დასრულდა
ვაზიანის პოლიგონზე საინჟინრო სწავლება დასრულდა. გეგმიური საველე წვრთნა საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების საინჟინრო ბრიგადის ორგანიზებით გაიმართა. სწავლებაში სახმელეთო ჯარების I მსუბუქი ქვეითი, IV მექანიზირებული, V ქვეითი ბრიგადებისა და სპეციალური ოპერაციების ძალების საინჟინრო ჯგუფები მონაწილეობდნენ. სწავლების მონაწილეებს წვრთნების დასრულება საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილემ, პოლკოვნიკმა რომან ჯოხაძემ მიულოცა. პოლკოვნიკ ჯოხაძეს წვრთნების მიმდინარეობის შესახებ სწავლების ხელმძღვანელებმა და მონაწილეებმა ინფორმაცია მიაწოდეს. „ეს არის საინჟინრო ქვედანაყოფების პირველი მაშტაბური სწავლება. მანამდე მიმდინარეობდა ცალკეული ბრიგადების საინჯინრო ჯგუფების სწავლება. დღეს კი მათი გაერთიანება მოხდა. სწავლების შემდეგ მოხდება შეფასება, რის შედეგადაც საინჟინრო ქვედანაყოფები გააგრძელებენ მუშობას იმ ხარვეზების აღმოსაფხვრელად რაც დღეს გამოიკვეთა. რა თქმა უნდა, ყველა იმ ამოცანის შესრულება საკმაოდ რთულია, რის წინაშეც საქართველოა, თუმცა მინდა გითხრათ რომ საიჟინრო ქვედანაყოფების აღჭურვა და წვრთნა ინტენსიურად მიმდინარეობს“, - განაცხადა პოლკოვნიკმა რომან ჯოხაძემ. ვითარებაზე ორიენტირებული წვრთნების მთავარ ამოცანას საინჟინრო ჯგუფების მიერ საერთო საჯარისო ოპერაციებში სამანევრო ქვედანაყოფების მხარდაჭერის უზრუნველყოფა წარმოადგენდა. წვრთნების დროს, სამხედრო მოსამსახურეებმა კონტრიერიშის უზრუნველსაყოფად საკუთარ და მოწინააღმდეგის დაბრკოლებებში გასასვლელების მოწყობის მეთოდები დახვეწეს. სწავლება ოთხი ფაზისგან შედგებოდა. საინჟინრო დანაყოფებმა ეტაპობრივად განახორციელეს გადაადგილების, დაზვერვის, შეტევის განხორციელების, ობიექტების დაპყრობისა და ექსპლუატაციის, რეორგანიზაციისა და სამოქალაქო ხელისუფლებაზე კონტროლის გადაცემა. სწავლებაში ჩართული იყო საინჟინრო ტექნიკა, განხორციელდა ქვეითი და მძიმე ტექნიკის ხიდების მოწყობა. წვრთნაში 377 სამხედრო მოსამსახურე იყო ჩართული.
უკრაინულმა დრონებმა სამარის რეგიონში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს, ორი ადამიანი დაიღუპა
კობახიძემ აღიარა რომ მისი გუნდის წარმომადგენლები სიძულვილის ენას იყენებენ
კობახიძე დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვებზე - სადაც შემოდის ჭარბად პოლიტიკური ელემენტი, რთულდება რაციონალური გადაწყვეტილებების მიღება
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
უკრაინამ მოითხოვა, რომ რუსეთს ჩამოერთვას გაეროს უშიშროების საბჭოში მუდმივი წევრობის უფლება მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმების გამო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)