|
2015-10-02 13:06:52, 330 ნახვა
პოლიტიკა
სევდია უგრეხელიძე: ნარმანიას გუნდი არ ჰყავს, რადგან მას ამის უფლებას არ აძლევენ
საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის სევდია უგრეხელიძის განცხადებით, დედაქალაქში ბოლო თვეების განმავლობაში მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურაა, საცობების მხრივ გარკვეული პრობლემებია და გაურკვეველია მოსახლეობის ვაუჩერების უზრუნველყოფის საკითხი. უგრეხელიძის შეფასებით, ეს ყველაფერი გამოიწვია დედაქალაქის მთავრობაში საკადრო ცვლილებამ, არა გუნდურობამ და არა კვალიფიციურმა კადრებმა. „მოსახლეობა ხედავს, რომ ქალაქში არის სრული კატასტროფული მდგომარეობა. ამის სათავე არის ის, რომ თბილისის მთავრობაში ღრმა კრიზისია. ამ დროისთვის თბილისის მთავრობაში არ არის სხვადასხვა თანადებობების პირები,ვაკის გამგეობაში, ეკონომიური პოლიტიკის სამსახურში, არქიტექტურის სამსახურში და ამას მიემატა კეთილმოწყობის სამსახური. ვითომ სუდაძემ თვითონ დაწერა გადადგომის განცხადება. ასევე კიდევ უფრო სკანდალურია არეშიძის დიპლომი. ვრცელდება რომ ერთ-ერთი მოადგილე გიორგი სოლომონია ან გადადგომას აპირებს ან მის გაშვებას აპირებენ. ეს მთავრობაში არსებული კრიზისი მოსახლეობის ცხოვრებაზე აისახება“, - აღნიშნა უგრეხელიძემ. მან დედაქალაქის მერს დავით ნარმანიას მოუწოდა, რომ საკრებულოში მოვიდეს და მსგავსი პრობლემები განიხილონ. უგრხელიძის განცხადებით, თუ ნარმანია ამაზე უარს იტყვის, მაშინ საკრებულოს უმრავლესობამ უნდა მოიწვიო ის. აქვე, უგრეხელიძის თქმით, ოპოზიცის მოსაზრებაა, რომ თბილისის მთავრობა მთლიანი შემადგენლობით უნდა გამოიცვალოს და ისეთი გუნდი მოვიდეს, სადაც შიდა დაპირსპირებები არ იქნება. ამასთან მისივე შეფასებით, მთავრობაში კადრებაში ძირითადად ნეპოტიზმის კუთხით ინიშნებიან და კვალიფიციური თანამშრომლები კი სამსახურიდან დაითხოვეს. „მათ სრულიად უსაფუძვლოდ დაიწყეს ძველი კადრების გათავისუფლება. რიგითი თანამშრომლები, რომლებიც ძალიან ბევრ საქმეს აკეთებდნენ. ისინი წლების განმავლობაში კონკურსით იყვნენ მოსულები. ძველი კადრები ერთადერთი მიზეზით გაათავისუფლეს, რომ ადგილები გამოეთავისუფლებინათ მათი ოჯახის წევრებისთვის და ახლობლებისთვის. ნარმანიას არ ჰყავს გუნდი, მას ამის უფლებას არ აძლევენ, რადგან ივანიშვილს გუნდის ეშინია“,-განაცხადა უგრეხელიძემ.
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
26 მაისს დაგეგმილ დიდ საპროტესტო აქციას სტუდენტებიც უერთდებიან
NYT: ტრამპის ადმინისტრაცია ისრაელს ირანთან მოლაპარაკებებში გვერდზე უდგას
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)