|
2015-10-02 12:20:59, 706 ნახვა
ეკონომიკა
გიორგი ჩოგოვაძე: ტურისტების რაოდენობა გაიზარდა
ტურიზმის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის სექტემბრის მონაცემებით, საქართველოს 568 663 საერთაშორისო მოგზაური ეწვია. ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 12.6 %-ია. 2015 წლის სექტემბერში ყველაზე მეტი ვიზიტი მეზობელი თურქეთიდან (+9.0%), სომხეთიდან (+6.9%), აზერბაიჯანიდან (+6.0%), რუსეთიდან (+12.6%) და უკრაინიდან (+11.7 %) განხორციელდა. მაღალი იყო აქტიურობა ისრაელიდან (+90.7), გერმანიიდან (+11.2%) და ირანიდან (+408. 4%). „9 თვის მონაცემებით საერთაშორისო მოგზაურების ჯამურმა რაოდენობამ 4 491 039 შეადგინა. ზრდა წინა წელთან შედარებით 6.7 %-ია. “ 12,6%-ით მეტი ვიზიტით მეტი დაფიქსირდა ანალოგიური პერიოდთან შედარებით წინა წელს. ასევე აღსანიშნავია, რომ იმ უცხოელი მოგზაურების რიცხვი, რომლებმაც 24 საათი და მეტი დაჰყვეს საქართველოში 15.8%-ით არის გაზრდიილი წინა წლის სექტემბერთან შედარებით. ზრდა არის საერთაშორისო ტურიზმიდან შემოსავლების კუთხითაც. 2015 წლის მეორე კვარტალში შემოსავლებმა საერთაშორისო ტურიზმიდან 460 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 7.1%-ით აღემატება წინა წლის ანალოგიურ პერიოდს +30.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა“, - განაცხადა „ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის“ ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ.
უკრაინის შეიარაღებული ძალების თავდასხმების გამო, პუტინმა რუსეთში საზოგადოებრივი გადაადგილება სრულად შეაჩერა
რუსეთში ვარდები და მიხაკები გაძვირდება სომხეთიდან ყვავილების იმპორტის აკრძალვის გამო
ხაბეიშვილი - ქოცების ხელში დავრჩებით მანამ, სანამ არ მოვიკრებთ გამბედაობას და არ გადავალთ შეტევაზე
ქართველ მწერალთა სახლს შეუერთდებიან ჭავჭავაძის, წერეთლის, ტაბიძის და სხვათა მუზეუმები
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)