|
2015-10-02 10:56:30, 431 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერი: აბრეშუმის გზის აღდგენა აზიასა და ევროპას შორის ეკონომიკური კავშირის გაღრმავების შესაძლებლობაა
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, აბრეშუმის გზის აღდგენა ევროპასა და აზიას შორის ეკონომიკური და კულტურული კავშირების გაღრმავების შესაძლებლობაა, - ამის შესახებ პრემიერმა გაეროს 70-ე ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. პრემიერის განმარტებით, აბრეშუმის გზის რეგიონი მსოფლიო მოსახლეობის ორ მესამედს და მთლიანი შიდა პროდუქტის 60 % ფარავს. „შარშან მე წილად მხვდა პატივი, გამეცხადებინა საქართველოს გეგმები აბრეშუმის გზის ფორუმის დაარსებასთან დაკავშირებით. დღეს მე ვამაყობ, რომ ეს იდეა განხორციელდა და სულ რამდენიმე კვირაში თბილისი უმასპინძლებს ამ ტიპის პირველ მაღალი დონის ფორუმს. საქართველო განლაგებულია აღმოსავლეთისა და დასავლეთის დამაკავშირებელ უმნიშვნელოვანეს გზაჯვარედინზე, რასაც ხაზი გაესვა, როდესაც საქართველომ წელს უმასპინძლა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ყოველწლიურ შეხვედრას და აზიის ინფრასტრუქტურული ინვესტიციების ბანკის პირველ შეხვედრას. ამ კონტექსტში მე მივესალმები ირანთან მიღწეულ შეთანხმებას (P5+1). საქართველო გამოთქვამს იმედს, რომ ეს პროცესი დადებითად განვითარდება და წვლილს შეიტანს რეგიონში უსაფრთხოების განმტკიცებასა და ეკონომიკურ განვითარებაში,“ – განაცხადა პრემიერ–მინისტრმა. ამასთან, ირაკლი ღარიბაშვილი დარწმუნებულია, რომ თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმს აქვს თანამშრომლობისა და რეგიონული ინტეგრაციის დიდი პოტენციალი.
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
26 მაისს დაგეგმილ დიდ საპროტესტო აქციას სტუდენტებიც უერთდებიან
NYT: ტრამპის ადმინისტრაცია ისრაელს ირანთან მოლაპარაკებებში გვერდზე უდგას
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)