|
2015-10-02 10:28:51, 625 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს რკინიგზელთა პროფესიული კავშირი 110 წლისაა
***საქართველოს რკინიგზელთა პროფესიულ კავშირს 110 წელი უსრულდება. ეს არის საუკუნოვანი ისტორია, რომელიც ძალიან ბევრ მნიშვნელოვან და საინტერესო ფაქტს ინახავს. Aიუბილისადმი მიძღვნილი 2015 წლის 2 ოქტომბერს სასტუმრო “კონტინენტ კრონ პალასში” პრესკომფერენცია გაიმართება, ხოლო 4 ოქტომბერს საკონცერტო დარბაზ `არტ-ჰოლში~ ჩატარდება საზეიმო ღონისძიება. *** 2000 წლიდან საქართველოს რკინიგზელთა პროფესიული კავშირი `ევროპისა და მსოფლიოს ტრანსპორტელთა პროფკავშირების (ბრიუსელი, ლონდონი) საერთაშორისო ფედერაციების~ (IთF, Eთ) წევრი ორგანიზაციაა. Aამიტომ, საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად, კავშირის მოწვევით, საქართველოს ესტუმრებიან, სხვადასხვა ქვეყნის რკინიგზელთა და სატრანსპორტო მშენებელთა პროფესიული კავშირების წარმომადგენლები. ***2 ოქტომბრის პრესკონფერენციაზე სიტყვით წარსდგებიან: საქართველოს რკინიგზის პროფესიული კავშირის თავმჯდომარე – ზურაბ ნასარაია; თურქეთის ტრანსპორტის პროფესიული კავშირის გაერთიანების მმართველი რიზა ალილერი; გენერალური მდივანი – იშაკ კოსაბიკი; მსოფლიოს ტრანსპორტის პროფესიული კავშირის საერთაშორისო ფედერაციის მიწისზედა ტრანსპორტის სექციის მდივანი ოსტენ ასლაკსენი; სექციის მდივნის მოადგილე ჯანინა მალინოვსკა; რკინიგზელთა და სატრანსპორტო მშენებელთა პროფესიული კავშირის საერთაშორისო კონფედერაციის გენერალური მდივანი გენადი კოსოლაპოვი. *** 4 ოქტომბერს კი გაიმართება საზეიმო ღონისძიება, სადაც მოხდება პროფესიული კავშირის წევრების დაჯილდოება. 4 ნომინანტს მიენიჭება – კავშირის პრემიის ლაურეატის წოდება; 23 ნომინანტი კი დაჯილდოვდება კავშირის სახელობის საპატიო სიგელით. სიტყვით წარსდგებიან, როგორც საქართველოს რკინიგზის დეპარტამენტის წარმომადგენლები, ასევე უცხოელი სტუმრები. ***პრესკონფერენცია გაიმართება 2015 წლის 2 ოქტომბერს, 15:00 საათზე, სასტუმრო “კონტინენტ კრონ პალასი” – ში. მისამართი: ორთაჭალა, 1 - ელი ხეივნის ქუჩა, 12/13; (შსს – ის მოპირდაპირედ) ხოლო საზეიმო ღონისძიება ჩატარდება 4 ოქტომბერს – საკონცერტო დარბაზში “არტ ჰოლი”. – 14:00 საათზე.
*** საკონტაქტო ინფორმაცია - 577 99 77 22 ლელა ციხისელი
(R)
სუს-ის თანამშრომელი საკუთარ ავტომანქანაში, თავისივე ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობით გარდაცვლილი იპოვეს
მერია არ გასცემს ნებართვას 26 მაისის აქციისთვის სცენის მოსაწყობად
კალიფორნიაში ქიმიური ნივთიერების დაღვრის გამო 40 000-ზე მეტი ადამიანი იქნა ევაკუირებული
23-25 მაისს მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)