|
2021-01-13 17:17:00, 1270 ნახვა
რეგიონი
სოფელ ბუკნარში სამართალდამცველების განსაკუთრებული რაოდენობაა მობილიზებული
ჩოხატაურში, სოფელ ბუკნარში სამართალდამცველების განსაკუთრებული რაოდენობაა მობილიზებული. სოფლის ცენტრში საპოლიციო ძალები მას შემდეგ გამოჩნდნენ, რაც მუსლიმმა თემმა აქციის გამართვის გადაწყვეტილება მიიღო. ამასთან, მუსლიმი თემისთვის სოლიდარობის გამოსაცხადებლად მხარდამჭერები სხვადასხვა რეგიონებიდან შეიკრიბნენ. ადგილზე იმყოფებიან სამლოცველოს მოწყობის მოწინააღმდეგებიც. სოფელ ბუკნარში ქობულეთისა და ჩოხატაურის მუფთი ასლან ბერიძე უკვე ჩავიდა. როგორც მან აღნიშნა, სოფელში ლოცვა გაგრძელდება და ეს ხელს არავის შეუშლის. შეგახსენებთ, რომ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი მუსლიმები მეჩეთის აშენებას ითხოვენ, რასაც ადგილობრივი ქრისტიანები ეწინააღმდეგებიან. გუშინ, გვიან ღამით დაპირისპირება ფიზიკურ ძალადობაში გადაიზარდა. შედეგად ორი მუსლიმი დაშავდა. საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გუშინვე ერთი პირი დააკავა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)